NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გადადგეს კობახიძე, წინააღმდეგ შემთხვევაში დავაყენებთ მის იმპიჩმენტს

გადადგეს კობახიძე, წინააღმდეგ შემთხვევაში დავაყენებთ მის იმპიჩმენტს

20 ივნ 2019 პოლიტიკა 437 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აიღოს ირაკლი კობახიძემ პასუხისმგებლობა და გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დავაყენებთ მის იმპიჩმენტს – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის წინ აქციაზე მივა “ევროპული საქართველო”, ისინი შვიდ საათზე დაანონსებულ აქციაზე იქნებიან არა როგორც პოლიტიკოსები, არამედ,როგორც მოქალაქეები.

ბაქრაძე მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მივიდნენ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე.

“ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სცილდება ყოველგვარი რაციონალური პოლიტიკის ზღვარს და ფარგლებს სცილდება ყველანაირ  ზღვარს და ფარგლებს პარტიული სიმპატიების და დაპირისპირების და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნული თავმოყვარეობის ფეხქვეშ გათელვას.

მიგვაჩნია და საპარლამენტო უმცირესობის, პარტია ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების სახელით მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს აუცილებლად უმაღლეს დონეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, მოვუწოდებთ ბატონ კობახიძეს აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს, თუ ამას არ გააკეთებს დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას და დარწმუნებული ვარ მივიყვანთ ბოლომდე.

რადგან იმპიჩმენტს სჭირდება დრო, მოვუწოდებთ მას თავად გადადგას ნაბიჯი და მათ მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც ვიხილეთ პარლამენტში,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

2019-06-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას

შემდეგი სტატია

ის, რაც დღეს ჩვენ პარლამენტში ვნახეთ, ეს იყო საოკუპაციო ხაზის გადმოწევა

მსგავსი სტატიები

„ძალიან სწორ აქცენტებზე აგებული განცხადება გამოაქვეყნა საპატრიარქომ“

„ძალიან სწორ აქცენტებზე აგებული განცხადება გამოაქვეყნა საპატრიარქომ“

25 მაი 2018
„ნარკოტიკები იყიდებოდა „ბასიანსა“ და „გალერიში“, გაყიდვის არაერთი ფაქტი არის დადასტურებული მტკიცებულებებით“

„ნარკოტიკები იყიდებოდა „ბასიანსა“ და „გალერიში“, გაყიდვის არაერთი ფაქტი არის დადასტურებული მტკიცებულებებით“

15 მაი 2018
იზორია: შინდისის გმირებმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს საქართველოს ისტორიაში

იზორია: შინდისის გმირებმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს საქართველოს ისტორიაში

სოსო ელისაშვილი 11 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

  • “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

    “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

  • სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

    სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge