NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მიზანი შესაძლოა იყოს ქვეყანაში არეულობის გამოწვევა – ოქრუაშვილი ვასაძის მხარდამჭერებსა და ლგბტ თემს შორის არსებულ დაპირისპირებაზე

მიზანი შესაძლოა იყოს ქვეყანაში არეულობის გამოწვევა – ოქრუაშვილი ვასაძის მხარდამჭერებსა და ლგბტ თემს შორის არსებულ დაპირისპირებაზე

18 ივნ 2019 პოლიტიკა 296 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლევან ვასაძისა და მისი მხარდამჭერების მიერ დაჯგუფების შექმნას და ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოსვლებს, პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება. განცხადება ოქრუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და პროცესებს მართული უწოდა.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ ვითარების დაძაბვა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებას უკავშირდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორი სუსტია ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ქვეყანაში, სადაც კონსტიტუცია, კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი ადამიანის ნება-სურვილზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული, მეორეხარისხოვანს ხდის დემოკრატიას და მის ფუნდამენტურ ღირებულებებს – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„ჩვენ საქმე გვაქვს უფრო ღრმა პროცესებთან, ვიდრე ფასეულობათა ბრძოლასთან. განვითარებული მოვლენები ასევე გვაფიქრებინებს, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება იდგეს ერთი სცენარისტი, რომლის მიზანია ქვეყანაში არეულობის გამოწვევა, რამაც შესაძლოა, ხელისუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს ივანიშვილს,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ცივილიზაციასა და “ბნელ გვირაბს” შორის არჩევანის წინაშე დგას. ის ხელისუფლებას კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, დარჩება თუ არა საქართველო ცივილიზებული სახელმწიფოს ნაწილად, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში სინათლე არ ჩანს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას პროცესების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა, დაიცვას სახელმწიფოს და სახელწიფო ინსტიტუტების ინტერესები და ამ ინსტიტუციებმა დაიბრუნონ ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან წართმეული ძალაუფლება.

„ასევე მივმართავთ თითოეულ პოლიციელს, დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა ცალკეულმა ჯგუფებმა არ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება და მათი მხრიდან სახელმწიფოს ინტერესების ხელში აღება,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარები

არეულობის გამოწვევა ლგბტ თემი ცივილიზაცია 2019-06-18
ირაკლი
Tags არეულობის გამოწვევა ლგბტ თემი ცივილიზაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეს ადამიანები ებრძვიან ზოგადად თავისუფალ სამყაროს წინააღმდე – ქუთელია რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტზე

შემდეგი სტატია

რუსი დეპუტატების ვიზიტი საქართველოში არჩილ თალაკვაძისთვის უმნიშვნელო საკითხია

მსგავსი სტატიები

„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში“

„მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში“

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში ჩანაწერის შეტანას იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ

ევრონესტის ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციაში ჩანაწერის შეტანას იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ

ირაკლი 10 დეკ 2019
„რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მისცეს ხმა გაბრწყინებულ იბერიას, ნათელ მომავალსა და უღრუბლო ცას, მე შემოვხაზე საკუთარი თავი“

„რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მისცეს ხმა გაბრწყინებულ იბერიას, ნათელ მომავალსა და უღრუბლო ცას, მე შემოვხაზე საკუთარი თავი“

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • “სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ვერდიქტი მათთვის, ვინც ტალახიანი ფეხები შეიწმინდა ქართულ მართლმსაჯულებაზე”

    “სტრასბურგის გადაწყვეტილება არის ვერდიქტი მათთვის, ვინც ტალახიანი ფეხები შეიწმინდა ქართულ მართლმსაჯულებაზე”

  • რუსი მსახიობი ლეონიდ ბრონევოი გარდაიცვალა

    რუსი მსახიობი ლეონიდ ბრონევოი გარდაიცვალა

  • “რას ნიშნავს რევიასა და კაზაკოვას გამარჯვება საქართველოსთვის, თუკი მათ რუსები ასწავლიან”

    “რას ნიშნავს რევიასა და კაზაკოვას გამარჯვება საქართველოსთვის, თუკი მათ რუსები ასწავლიან”

  • “,,მანდარინები” დაგადგათ გულზე, ბოღმით და შურით ხართ სავსე”

    “,,მანდარინები” დაგადგათ გულზე, ბოღმით და შურით ხართ სავსე”

  • “დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“  ნომინირებულ კაცს ჭამენ”

    “დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ”

  • “თუ რამე გადარჩება, კარგი გაკეთდება, ვინც არ უნდა გააკეთოს, … ნაციონალურ მოძრაობას ეკეთებინა კარგი, ვინ უშლიდა?”

    “თუ რამე გადარჩება, კარგი გაკეთდება, ვინც არ უნდა გააკეთოს, … ნაციონალურ მოძრაობას ეკეთებინა კარგი, ვინ უშლიდა?”

  • თემურ ბასილია:  საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე

    თემურ ბასილია: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე

  • “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება”

    “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება”

  • როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია

    როგორი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ივანიშვილი დამარცხებულია

  • გუნდში მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა

    გუნდში მოსამართლეობის 3-4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge