NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არ უნდათ გასაჯაროვდეს ამ ადამიანების წარსული გამოცდილება – ოპოზიცია იუსტიციის საბჭოს მიერ, მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობს

არ უნდათ გასაჯაროვდეს ამ ადამიანების წარსული გამოცდილება – ოპოზიცია იუსტიციის საბჭოს მიერ, მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობს

18 ივნ 2019 პოლიტიკა 844 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.  არასამთავრობო სექტორის შემდეგ იუსტიციის საბჭოს წევრებს კანონდარღვევაში, ოპოზიცია ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საჯარო ინფორმაციის დამალვის ერთადერთი მიზანი, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატების გამწესებაა.

Image result for ხატია დეკანოიძე„მათ არ უნდათ გასაჯაროვდეს მონაცემები რეალურად ამ ადამიანების წარსული გამოცდილება, რომელიც რა საკვირველია არ ემთხვევა იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული მათგანი. ესეთი მორჩილი საბჭო აწყობს პირველ რიგში ხელისუფლებას და აწყობს იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ სასამართლო იქნება მისი უსაფრთხოების გარანტი,“-ამბობს ენმ-სწევრი ხატია დეკანოიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და მოსამართლეობის კანდიდატებს კანონს შეახსენებს და მის დაცვას ურჩევს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე.

Image result for ოთო კახიძე„ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, ვინაიდან საჯარო თანამდებობის კანდიდატს აღარა აქვს დაცული სფერო, რომელიც აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეს, პერსონალური მონაცემების, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა. ყველა კანდიდატს, ვისაც უნდა რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, აქვს შესაბამისი ვალდებულება, რომ მიაწოდოს ინფორმაცია, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პარლამენტს და ასევე საზოგადოებას,“-აცხადებს ოთო კახიძე.

რაიმე კანონდარღვევას უარყოფენ და ბრალდებების აბსურდულობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

Image result for გია ვოლსკი„თუ რამეს ინფორმაციას ვინმე დამალავს, თქვენ წარმოგიდნეგიათ, რომ ეს საზოგადოებისგან დაიმალოს? თუ რამე მოგონილი, დაძაბულობის შექმნის მცდელობა არ არის, ვინ შეიძლება დაუშვას, რომ პარლამენტში მოსული კანდიდატი კითხვებზე არ გასცემს პასუხს და მასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იქნება სრული, ეს ხომ აბსურდია,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

2019-06-18
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები – არასამთავრობოები იუსტიციის საბჭოს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

შემდეგი სტატია

თუკი სადმე ვიქნები, ჩემი თავი მხოლოდ ამ გუნდში წარმომიდგენია”- შემცვლელის წარდგენას სერგეენკოც დაესწრება

მსგავსი სტატიები

სამარცხვინო ინიციატივა, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს – ქუთელია სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტზე

სამარცხვინო ინიციატივა, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს – ქუთელია სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტზე

News 19 მარ 2019
წულუკიანი პრეზიდენტზე: მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, გქონდეს სიმბოლური როლი და იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში

წულუკიანი პრეზიდენტზე: მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, გქონდეს სიმბოლური როლი და იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში

ნინო ჩხეიძე 11 ივნ 2022
ამნისტიის კანონზე კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება, 15-20 სხვადასხვა ტიპის კანონია მისაღები

ამნისტიის კანონზე კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გვექნება, 15-20 სხვადასხვა ტიპის კანონია მისაღები

ირაკლი შალიკაშვილი 27 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge