NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

17 ივნ 2019 პოლიტიკა 1119 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. “კურიერის” ინფორმაციით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრს დღის ბოლოს შეხვდა.

დავით სერგეენკოს შემცვლელად არაოფიციალური ინფორმაციით, საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძისკანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.

სერგეენკოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უწყებაში საკადრო ცვლილებები. მინისტრის პირველ მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა.

სერგეენკოს სავარაუდო გადადგომას ოპოზიცია ქვეყანაში ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნას უკავშირებს.

Image result for გიგი წერეთელი„ის დიდი ენთუზიაზმი, რომელიც მოჰყვა ჯანდაცვის რეფორმებს არ გაგრძელებულა და შესაძლოა ის ინდიკატორები, რომელიც არის მაღალი სიღარიბე და არც დიდი კმაყოფილება აღარ არის და ა.შ. ძალიან ბევრი საკითხი იყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, შესაძლოა ამ რეფორმების ანალიზი დაედოს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას. თუმცა როგორც გითხარით, შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ ერთი ადამიანის სურვილი, რომ შეიცვალოს,“-განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა.

 

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი ამბობენ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იკავებს ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელის პოსტს. რადგან ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქვეყანას ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებით იმართება.

Image result for ხატია დეკანოიძე„ვინ იქნება მინისტრი რომელიმე სამინისტროში ან ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც არის სრული კრახი ამ ხელისუფლების, ან ვინ იქნება დავუშვათ პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავიდან ბოლომდე კარიკატურული ფიგურაა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ძალიან კარგად და მკაფიოდ უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველი, რომელსაც ექვემდებარება ყველა შტო,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

კომენტარები

TOP 2019-06-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეროვნული ბანკი – 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7468 ლარი გახდა

შემდეგი სტატია

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა – პარლამენტი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებს იწყებს

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი ტესტი, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი

“ქართულ ოცნებაში” განვითარებული მოვლენები იქნება მთავარი ტესტი, მართლა წავიდა თუ არა ივანიშვილი

ირაკლი შალიკაშვილი 12 იან 2021
მედიატორი ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება

მედიატორი ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2021
სოზარ სუბარი: ოქრიაშვილს ძალიანაც უნდოდა “ოცნების” მაჟორიტარობა

სოზარ სუბარი: ოქრიაშვილს ძალიანაც უნდოდა “ოცნების” მაჟორიტარობა

ნინო ჩხეიძე 01 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge