NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ხელისუფლება არის დამნაშავე, მან გაავრცელა ეს კადრები – ოპოზიცია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე

ხელისუფლება არის დამნაშავე, მან გაავრცელა ეს კადრები – ოპოზიცია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე

14 ივნ 2019 პოლიტიკა 1353 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლება არის დამნაშავე, მან გაავრცელა ეს კადრები – მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არავინ გამოიძიებს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის განცხადებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლებამ ასეთი ბინძური მეთოდით ბრძოლა აირჩია.

კანდელაკი დარწმუნებულია, რომ საქმეს არ გამოიძიებენ, თუმცა თვლის, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა და გამოძიების მოთხოვნა არ უნდა შეწყდეს.

„მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც იყენებს პირადი ცხოვრების კადრებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და სამწუხაროდ ქალბატონი ბესელიას შემთხვევა არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პრაქტიკაში გამოიყენეს პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ამას აკეთებს ეს მთავრობა და ამ მთავრობის პირობებში ეფექტური გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს. მიუხედავად ამისა, მთავრობაზე ზეწოლა არ უნდა შესუსტდეს, რომ თუნდაც დამოუკიდებელი მექანიზმის საშუალებით, ან საპარლამენტო კომისიის საშუალებით გამოძიება ჩატარდეს,“-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება არ იძიებს არცერთ გახმაურებულ საქმეს, რადგან ეს მის ინტერესებში არ არის. გოცირიძის თქმით, სწორედ ასეთი საქმეების გამოუძიებლობა მეტყველებს იმაზე, რომ ამ დანაშაულებებთან მმართველი გუნდი პირდაპირ კავშირშია.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი“ორ წელიწადზე მეტი გავიდა აფგან მუხთარლის გატაცებიდან. გამოიძიეს?-არც არასოდეს გამოიძიებენ. ეს არის პირდაპირ ნიშანი იმისა, რომ არ იძიებენ იმ საკითხებს,რომელშიც უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლება და რომელიც პირდაპირ არის მათ ფინანსურ პოლიტიკურ თუ სხვა ინტერესებში.

ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ მარტივად, დამნაშავე არის ხელისუფლება. ხელისუფლებამ გააკეთა, ხელისუფლებამ გაავრცელა და თუკი რამე სხვა ინფორმაცია არსებობს, ინფორმაცია ხშირად ჟონავს ხოლმე ხელისუფლებიდან, როგორც ჩანს ქალბატონმა ეკამ ეს იცის, ვინაიდან მან გარკვეული მინიშნებები გააკეთა,”-განაცხადა გოცირიძემ.

განცხადება ბესელიამ დღეს გააკეთა. დეპუტატი ამბობს, რომ გონივრული ვადა საქმის გამოძიებისა ამოიწურა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყებას არ აქვს არანაირი შედეგი.  ბესელია აცხადებს, რომ ახალი პარტიის დაფუძნების შემდეგ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრებს და საეჭვო გარემოებებსა და გვარებს დაასახელებს.

კომენტარები

გონივრული ვადა ზეწოლა პირადი ცხოვრების კადრები 2019-06-14
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გონივრული ვადა ზეწოლა პირადი ცხოვრების კადრები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი – პრეზიდენტმა ღირსების ორდენით ის პროკურორები დააჯილდოვა, რომელთა გვარები ე.წ. შეკერილ საქმეებში ფიგურირებს

შემდეგი სტატია

ერთ ლარად გადაცემული 16 მილიონის ქონება – თბილისის მერიაში ბრალდებებს პასუხობენ

მსგავსი სტატიები

პრემიერი: „მინდა გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოლოდინებს ატირაჟირებს“

20 დეკ 2017
ოპონენტებისგან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით რეაქციები მაგალითია, როგორ ცდილობენ ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, ითარგმნოს მათ მხარდაჭერად

ოპონენტებისგან კონგრესმენების განცხადებასთან დაკავშირებით რეაქციები მაგალითია, როგორ ცდილობენ ის, რაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ითქმის, ითარგმნოს მათ მხარდაჭერად

ირაკლი შალიკაშვილი 11 ივნ 2020
სახალხო დამცველის კანდიდატურები მომავალ კვირას დასახელდება

სახალხო დამცველის კანდიდატურები მომავალ კვირას დასახელდება

09 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge