NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ტექნოლოგიები»Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

13 ივნ 2019 ტექნოლოგიები 6269 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.

აღნიშნული კოლაბორაცია Volvo Cars -ის ტექნიკური ფონდის მიერ გამყარდება. ვოლვოს ტექფონდი არის კაპიტალური ფონდი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს მაღალი პოტენციის მქონე ტექნოლოგიურ სტარტაპებში.

Volvo Cars-მა და Varjo-მ შესაძლებელი გახადა, რომ ატარო ნამდვილი ავტომობილი და თან გეკეთოს შერეული რეალობის მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად მატებს ვირტუალურ ელემენტებს შენს გამოცდილებას და გინარჩუნებს რეალობის აღქმას. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვერცერთმა ავტომწარმოებელმა ვერ შეძლო ამის გაკეთება.

Varjo XR-1არის შერეული რეალობის სათვალე, რომელიც ცდის პირისთვის ფოტორეალისტური გამოსახულებებისა და ვირტუალური გამოსახულებების უმაღლეს ხარისხში მიწოდებას უზრუნველყოფს. XR-1-ს, წინამორბედისგან განსხვავებით, შეუძლია რადიკალურად შეამციროს ნიშნებისა და დიზაინების სწრაფი ამოცნობის პერიოდი. მოწყობილობას დამატებული აქვს მაღალი გაფართოების კამერები, რაც ე.წ. შერეული რეალობის მიღების საშუალებას იძლევა. ეს ფაქტი „ვოლვოს“ დიზაინერებსა და ინჟინრებს საშუალებას აძლევთ, მართონ მომავლის ავტომობილები და შეაფასონ მართვის გამოცდილება ჯერ კიდევ მრავალი წლით ადრე, რეალური ავტომობილის შექმნამდე.

„შერეული რეალობის მოწყობილობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ავტომობილის დიზაინი და ტექნოლოგიები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ავტომობილი მხოლოდ დაფაზეა. სტანდარტული შეფასების ნაცვლად, ახლა ჩვენ შეგვიძლია, ჯერ არარსებული პროდუქტი შევაფასოთ გზაზე. ეს ტექნოლოგია გვეხმარება პოტენციური ხარჯების დაზოგვაში, ასევე, პრიორიტეტებისა და პრობლემების აღმოჩენაში პროდუქტის შექმნის ადრეულ სტადიაზე“, – ამბობს ჰენრიკ გრინი, Volvo Cars -ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელი.

XR-1-ი Volvo Cars-ის ინჟინრებს უსაფრთხოების სისტემების დახვეწაში ეხმარება. უსაფრთხოების ექსპერტებს შეუძლიათ, მართონ ავტომობილი აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებით და მიიღონ ვირტუალური შედეგები რეალურ გარემოში. XR-1-ში ჩამონტაჟებული მაღალი ხარისხის თვალის აღმქმელი ტექნოლოგია, გვაძლევს ინფორმაციას მძღოლის აღქმის შესახებ, რამდენად მარტივად თუ რთულად უმკლავდება ცდის პირი ავტომობილის მართვას, ხოლო შედეგად ვიღებთ კვლევის შედეგებს ზედმეტი ძალისხმევისა და დაკვირვებების გარეშე.

„დასაწყისშივე ჩვენი ხედვა იყო, რომ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც რეალობისა და ვირტუალობის შერწყმა იქნებოდა. იმ შესანიშნავი გზის მეშვეობით, რა გზითაც „ვოლვო“ იყენებს ჩვენს პროდუქტს, შესაძლებელი ხდება ის, რაც აქამდე შეუძლებლად მიგვაჩნდა. ჩვენ „ვოლვოსთან“ ერთად შევქმენით პროფესიონალური შერეული რეალობის ახალი ერა“, – აცხადებს ნიკო აიდენი, Varjo-ს დამფუძნებელი და CEO.

Volvo Cars არის ავტომობილების ინდუსტრიაში ნოვატორი ვირტუალური რეალობის გამოყენების მხრივ და, ამ მხრივ, Varjo-სთან თანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. წარმატება ყოველთვის მიიღწევა ძლიერი და მოაზროვნე პარტნიორების თანამშრომლობის შედეგად.

„Varjo ერთპიროვნული ლიდერია ამ ინდუსტრიაში, კომპანიის ტექნოლოგიური მდგომარეობა დიდ ზრდას გვპირდება და ამავდროულად დიდი კონტრიბუცია შემოაქვს ჩვენთან თანამშრომლობაში. Varjo არის მაგალითი იმისა, როგორ კომპანიებთან ვითანამშრომლებთ მომავალში“, – ამბობს ზაკი ფასიჰუდინი, Volvo Cars-ის ტექნიკური ფონდის CEO.

კომენტარები

TOP 2019-06-13
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები – ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

შემდეგი სტატია

მომხმარებლის დაუდევრობის გამო, კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

მსგავსი სტატიები

ფეისბუკის ახალი სერვისი

ფეისბუკის ახალი სერვისი

მაია ბარძიმაშვილი 25 აპრ 2020

myvideo: მომხმარებელთა დასაცავად სატელევიზიო არხებთან ვერთვებით სამართლებრივ დავაში

01 დეკ 2017
ატმის ტორტ-სუფლე ცხობის გარეშე

ატმის ტორტ-სუფლე ცხობის გარეშე

ნინო ჩხეიძე 24 ივლ 2020

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge