NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა – თინათინ ბოკუჩავა მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა – თინათინ ბოკუჩავა მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს

13 ივნ 2019 პოლიტიკა 692 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, დააჩქაროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მედიაში სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა კანონმა უნდა დაარეგულიროს. დარღვევების შემთხევაში კი, საქმე თვითრეგულირების ორგანოს ნაცვლად, სასამართლომ უნდა განიხილოს.

ბექაურის ამ ინიციატივის რეალურ ავტორად ოპოზიცია ხელისუფლებას ასახელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს განსხვავებული აზრი შეზღუდოს და ახალი რეგულაციები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გამოიყენოს. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება ამ პროცესში ყველა სტრუქტურის ჩართვას გეგმავს, მათ შორის მორჩილი სასამართლოს გამოყენებას, რომელიც თავისუფალი სიტყვის დამცველად ვერ გამოდგება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ქვეყნისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია.

„მარეგულირებელი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. პოლიტიკური დისკურსის ნაწილი ხდებიან და ხელისუფლების სასარგებლოდ ცდილობენ, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩართვას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. თვითრეგულაცია უნდა იყოს განსაზღვრული ისე, რომ არ მოხდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც დღეს საქართველოში, სადაც სასამართლო კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს კიდევ უფრო მაღალი საფრთხის შემცველია, ვიდრე ეს იქნებოდა დემოკრატიულ ქვეყანაში“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

კომენტარები

კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე რეგულაციები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა 2019-06-13
ირაკლი შალიკაშვილი
Tags კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე რეგულაციები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბევრი წვრილი და საშუალო მეწარმე გაკოტრების პირას დააყენეთ – ოპოზიცია კაკაურიძეს მიმართავს

შემდეგი სტატია

როდესაც რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები მუქარის ტონით, ეს არის მიუღებელი – აბაშიძე კარასინის განცხადებას ეხმაურება

მსგავსი სტატიები

რუსული ტურისტული ემბარგო – „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

რუსული ტურისტული ემბარგო – „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივლ 2019
კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს დედის დღე მიულოცა

კახა კალაძემ ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის ბენეფიციარებს დედის დღე მიულოცა

სოსო ელისაშვილი 03 მარ 2018
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

21 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge