NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პროპორციული საარჩევნო სისტემა – ოპოზიციასთან ერთად 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას არასამთავრობო სექტორიც ითხოვს

პროპორციული საარჩევნო სისტემა – ოპოზიციასთან ერთად 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას არასამთავრობო სექტორიც ითხოვს

13 ივნ 2019 პოლიტიკა 422 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საარჩევნო სისტემის რეფორმა – სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ოპოზიციის მსგავსად, სამოქალაქო სექტორშიც თვლიან, რომ 2020 წლისთვის სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო პროცესის მისაღებად, ქვეყანა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება იქნება, მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მოესწრება.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემის შესაბამისად სრულად. მეორე – განხილვის საკითხი ასევე უნდა იყოს პარტიების დაფინანსების წესი და მესამე, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ეს სამი საკვანძო  საკითხია, რომელმაც ვფიქრობთ, უნდა განაპირობოს სამართლიანი საარჩევნო გარემო.

“რა თქმა უნდა არის ტექნიკური ტიპის საკითხები, რომელიც ყველა არჩევნების დროს იჩენს თავს, ჩვენ ამ თემაზეც მზად ვართ ვიყოთ კომუნიკაციაში და მივიღოთ მონაწილეობა ნებისმიერ ფორმატში, რასაც პარლამენტი შემოგვთავაზებს, თუმცა თუ ვსაუბრობთ სამართლიან საარჩევნო გარემოზე, ვფიქრობთ, პირველი საკითხი არის საარჩევნო სისტემა, რაც გულისხმობს, მაქსიმალურად მოკლე დროში 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად პროპორციული წესით,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც ესწრება. როგორც ჟვანია განმარტავს, ის შეხვედრაში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობს. ჟვანიას განმარტებით, ცესკო მზად არის, მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო რეფომაში და პოლიტიკოსებს საკუთარი რეკომენდაციები წარუდგინოს.

„ჩვენ გვაქვს საფიქრალი იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე ანგარიშში აისახა, მათ შორის ეუთო-ოდირის ანგარიშებში. მაქვს მოლოდინი, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსესუსით იქნება ბევრი საკითხები განხილული. ამავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაციას, თავის მხრივ, ცხადია, ექნება გარკვეულწილად ექსპერტის როლი, იმ კონკრეტული ცვლილებების ჭრილში, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკულად ის საკითხები და როგორ განხორციელდება. ჩვენ ჩვენის მხრივ, პროცედურულ-ტექნიკურ საკითხებზე გვექნება ცხადია რეკომენდაციები,“-აცხადებს თამარ ჟვანია.

კომენტარები

არასამთავრობო სექტორი პროპორციული საარჩევნო სისტემა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2019-06-13
ირაკლი შალიკაშვილი
Tags არასამთავრობო სექტორი პროპორციული საარჩევნო სისტემა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არჩევნები, კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემა – ამერიკელი დიპლომატების გზავნებილები საქართველოს მთავრობას

შემდეგი სტატია

ოპოზიციის სურვილი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ბევრ საკითხზე მოხდეს კონსესუსი და არა ულტიმატუმების ენით საუბარი

მსგავსი სტატიები

პრემიერი: მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება

პრემიერი: მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება

05 ივნ 2018
საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო

საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო

02 თებ 2018

„ევროკავშირი გვყავს როგორც პირველი სავაჭრო პარტნიორი“

21 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge