NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დამკვირვებლები, საეთერო დრო და ცრუ კანდიდატები – იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაში ხარვეზებია

დამკვირვებლები, საეთერო დრო და ცრუ კანდიდატები – იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაში ხარვეზებია

13 ივნ 2019 პოლიტიკა 680 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დამკვირვებლები, საეთერო დრო და ცრუ კანდიდატები – იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემა ხარვეზიანია, თუმცა მინისტრი არ საუბრობს მაჟორიტარული სისტემის პროპორციული სისტემით ჩანაცვლებაზე. მისი თქმით, მთავარია, არსებული კანონი მომავალ არჩევნებზე არ იძლეოდეს საშუალებას ე.წ. ცრუ კანდიდატების დახმარებით ერთმა პარტიამ საეთერო დროით რამდენჯერმე ისარგებლოს. ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებს არ მიეცეთ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა და შესაძლებელი უნდა იყოს მხარდამჭერების მონაცემების გადამოწმება.

“ჩვენი კანონი მომავალ არჩევნებზე აღარ იძლეოდეს ცრუ კანდიდატების არსებობის საშუალებას და ამით სახელმწიფო რესურსისა და საეთერო დროს ერთი პოლიტიკური ძალისთვის ორჯერ და მეტჯერ გამოყენებას. ასევე, ჩემთვის პრიორიტეტულია ის რეკომენდაცია, რომ კანონმა ჩამოაყალიბოს, თუ ვის აქვს უფლება იყოს დამკვირვებელი, რადგან დამკვირვებელი უნდა იყოს ნეიტრალური პირი და არა პოლიტიკოსი, რომელიც შეიჭრება საარჩევნო უბანზე და თავს გაყიდის დამკვირვებლად, იმიტომ, რომ ბეიჯი აქვს კისერზე დამკვირვებლის და ამით ურევს პროცესს, ამის საშუალებას დღეს კანონი იძლევა და ეს კანონი ამიტომ არის ხარვეზიანი და ასევე მხარდამჭერების მონაცემების გადამოწმების საშუალება უნდა არსებობდეს,”-აცხადებს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, დღეს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ოპოზიცია კონკრეტული ულტიმატუმით მივიდა, ისინი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის დატოვებას არ გამორიცხავს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება ყველა რეკომენდაცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთომ გასცა. მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, დააკმაყოფილებენ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას. ოპოზიციის გარდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არასამთავრობო სექტორიც ითხოვს.

კომენტარები

არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრი საარჩევნო სისტემა ცრუ კანდიდატები 2019-06-13
ირაკლი შალიკაშვილი
Tags არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრი საარჩევნო სისტემა ცრუ კანდიდატები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვექნება დეტალური მსჯელობა” – კობახიძე არ აკონკრეტებს, განიხილება თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა

შემდეგი სტატია

“ევროპულმა საქართველომ” საქმიანი გადაწყვეტილებების ნაცვლად, ფეხების ბაკუნი აირჩია”

მსგავსი სტატიები

მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნები მსხვერპლით დასრულდა, ხელისუფლება მაინც აგრძელებს ძალადობრივ კამპანიას”

მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნები მსხვერპლით დასრულდა, ხელისუფლება მაინც აგრძელებს ძალადობრივ კამპანიას”

სოსო ელისაშვილი 15 მაი 2019

„პრემიერმინისტრი, თავისი თვითკმაყოფილი ტონი აჩვენებს, რომ მთავრობა მოწყვეტილია რეალობას“

21 დეკ 2017
უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით

უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კუთხით

28 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge