NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მოლდოვის ახალი მთავრობა მიხეილ სააკაშვილს, შს სამინისტროში რეფორმების გატარების საკითხებში, დახმარებას სთხოვს

მოლდოვის ახალი მთავრობა მიხეილ სააკაშვილს, შს სამინისტროში რეფორმების გატარების საკითხებში, დახმარებას სთხოვს

12 ივნ 2019 პოლიტიკა 829 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოლდოვის ახალი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების გატარების საკითხებში მიხეილ სააკაშვილს დახმარებას სთხოვს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

მოლდოვური ტელეარხის სტუდიაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ოლიგარქების მმართველობაზე ისაუბრა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა.

მაია სანდუმ მიხეილ სააკაშვილს დახმარება პირდაპირ ეთერშიც სთხოვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დახმარებისთვის მზად ყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მაია სანდუს დიდი გამოცდილება აქვს და ის ერთ-ერთი რეფორმატორი პოლიტიკოსია.

„დღეს არაერთი ქვეყანა აღტაცებით შეჰყურებს მოლდოვას. ეს არის ისტორიული გარღვევა, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელორუსისთვის, ყველა ქვეყნისთვის, სადაც ოლიგარქიის პრობლემა არსებობს. მოლდოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა დაპყრობილი აქვს ოლიგარქს და ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოლიგარქების ხელშია ფული, ბიზნესი, მედიასაშუალებები, სასამართლო სისტემა. ისინი აბუჩად იგდებენ სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების იდეას. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში და ხდებოდა პოროშენკოს დროს უკრაინაშიც. ბევრი ქართველისთვის მოლდოვაში განვითარებული მოვლენები იმედის მომცემია, რადგან აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმაზე ხმამაღლა საუბარი, რომ ქვეყანა ოლიგარქების ტყვეობაშია, რომ შესაძლებელია მათი თავიდან მოშორება. მოლდოვაში პროცესები არ დასრულებულა, მაგრამ გარწმუნებთ, ვინმე პლაჰოტნიუკი ვერ შეძლებს წავიდეს ევროკავშირისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

TOP 2019-06-12
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არასტაბილური ეროვნული ვალუტა, ბიუჯეტის ფლანგვა – ოპოზიცია ფინანსთა მინისტრის მოადგილეს პარლამენტში ელოდება

შემდეგი სტატია

ეს არის სიგნალი, რომ ქვეყანას პრობლემები აქვს – მესამე სექტორი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გზავნილებს აფასებს

მსგავსი სტატიები

“მავნებლობა!” – ბიზნესმენები იმპორტის გადასახადის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას აფასებენ

“მავნებლობა!” – ბიზნესმენები იმპორტის გადასახადის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას აფასებენ

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივნ 2019
რუსეთს არ შეუძლია საქართველოს მომავლის განსაზღვრა, არამედ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს

რუსეთს არ შეუძლია საქართველოს მომავლის განსაზღვრა, არამედ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს

ირაკლი შალიკაშვილი 30 სექ 2020
მიხეილ სააკაშვილი: შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე

მიხეილ სააკაშვილი: შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე

ირაკლი შალიკაშვილი 14 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge