NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას 6 თვის ვადით გადაუვადებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას 6 თვის ვადით გადაუვადებს

12 ივნ 2019 ბიზნესი, პოლიტიკა 3639 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას 6 თვის ვადით გადაუვადებს – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ვადის 6 თვით გადაწევასთან დაკავშირებით, ინფორმაცია თავად კონსორციუმიდან მიიღეს.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის დროს, რომელიც 21 მაისს შედგა, მაშინაც განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ ის ვადა, რომელიც ახლა იყო ბოლო გადავადებით განსაზღვრული დაფინანსების მოსაპოვებლად, რაც 15 ივნისი იყო, არ იყო საკმარისი ამ მიმდინარე პროცესშივე. ჩვენ კონსორციუმიდან მივიღეთ ამ კვირის განმავლობაში ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სასურველი ვადა იქნებოდა 6 თვე და როგორც ამ შეხვედრაზე წინასწარ ვიყავით შეთანხმებული, ჩვენ გავიზიარებდით იმ ვადას, რა ვადაც იქნებოდა მოწოდებული კონსორციუმის მხრიდან,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის კომენტარი, დროში ემთხვევა მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, იმედს გამოთქვამს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება.

„დროში ემთხვევა, ეს ჩემი დღევანდელი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გუშინ, ბატონმა მამუკამ პრემიერ მინისტრმა, ასევე ერთ-ერთ ტელეეთერში გააკეთა კომენტარი,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივება სთხოვა.

ფინანსური დახურვისთვის ვადა 15 ივნისს იწურებოდა. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული 4 საერთაშორისო ბანკის მიერ 400 მილიონ დოლარიანი დაფინანსების გამოყოფა.

კომენტარები

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გადაუვადებს ფინანსური დახურვა 2019-06-12
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გადაუვადებს ფინანსური დახურვა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ეს არის ნამდვილად ბოლო გაფრთხილება – ბესელია პომპეოს განცხადებას აფასებს

შემდეგი სტატია

„60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო“ – ოპოზიცია ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს

მსგავსი სტატიები

შეიძლება, თუ არა არჩევნების ჩატარება მსგავს ეპიდვითარებაში

შეიძლება, თუ არა არჩევნების ჩატარება მსგავს ეპიდვითარებაში

ირაკლი შალიკაშვილი 24 აგვ 2021
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საარჩევნო სისტემაში რეფორმები მომავალი არჩევნებისთვის განახორციელოს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საარჩევნო სისტემაში რეფორმები მომავალი არჩევნებისთვის განახორციელოს

ირაკლი შალიკაშვილი 28 ნოე 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

18 სექ 2018

უახლესი ამბები

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

  • ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

    ნიკოლოზ სამხარაძე: პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ არ ვართ იმ მოცემულობაში, ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ

  • ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

    ღარიბაშვილი: 2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა – ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge