NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო“ – ოპოზიცია ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს

„60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიამ მაინც ვერ შეძლო“ – ოპოზიცია ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაყენებას ითხოვს

12 ივნ 2019 პოლიტიკა 457 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საბავშვო ბაღების საკვებით უზრუნველყოფისთვის  დამატებით მილიონ 254 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ აუცილებლობის წინაშე, თბილისის მერია  ძველ კომპანიასთან შეწყვეტილი ხელშეკრულების  და ფორს მაჟორულ ვითარებაში გაფორმებული ახალი შეთანხმების გამო აღმოჩნდა.  კომპანია, რომელმაც სკოლამდელი დაწესებულებები და ასევე საზაფხულო ბაღები საკვებით უნდა მოამარაგოს, ამბობს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა, რომელიც ერთი ბავშვის გამოკვებაზეა გათვლილი, საკმარისი არ არის და დადგენილი ზღვარი უნდა გაიზარდოს.

საკრებულოს ოპოზიციაში დამატებითი შტატის შექმნაზე საუბრობენ, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მათი განმარტებით, ბაღების მართვის სააგენტომ შპს „მზიურისთვის,“ რომელიც საბავშვო ბაღებს დროებით პროდუქციით ამარაგებს, დამატებითი კადრები გამოჰყო. საქმე ეხება პირს, რომელიც საკვებ პროდუქციას დანიშნულების ადგილამდე მიიტანს, რისი საჭიროებაც წინა კომპანიის მუშაობის პირობებში არ იყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი არასწორ და ბიუჯეტისთვის დამაზიანებელ გათვლებზე საუბრობს და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია. ასევე, დედაქალაქის მერიისვე, ანუ ამ შემთხვევაში ბაღების მიერვე შექმნილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომპანია, რომელსაც ერთი მილიონი ლარით მეტს ვუხდით, ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ბაღში, ამ შემთხვევაში რომელი აქტებიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგალითად 4 ივნისს ვერ მიაწოდა ვაშლი, ვერ მიაწოდა კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მილიონი ლარით მეტს გადაიხდის ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ „ნილს“ გაუწყვიტეს ხელშეკრულება, 60 000 ბავშვის კვების პრობლემის მოგვარება დედაქალაქის  მერიამ მაინც ვერ შეძლო. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიცია უკვე მეორედ ვითხოვთ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს პასუხობენ საკრებულოს უმრავლესობაში. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ოპონენტის განცხადებას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.

„როცა იყო გადაცდომა, მათ შორის, ერთჯერად გადაცდომაზეც კი, არის რეაგირება და შესაბამისად, გაუქმდა ხელშეკრულება, დაიდო ახალ მიმწოდებელთან ხელშეკრულება და აქედან გამომდინარე, არის სწორედ ეს ზეგანაკვეთური მუშაობა, რასაც მიეძღვნა სწორედაც, რომ ეს ბრიფინგი, მაგრამ სამწუხაროდ მას მოჰყვა პოლიტიკური და სპეკულაციური განცხადებები. ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც არის ვითარება და არა საპნის ბუშტზე,“- განაცხადა  თამარ ტალიაშვილმა.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საკვებით კომპანია „ნილი“ უზრუნველყოფდა, რომელსაც მერიამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა. შპს „ნილი“ დღეში ერთი ბავშვის გამოკვებისთვის ითხოვდა 3 ლარს და 20 თეთრს, ხოლო ახალი კომპანია ბავშვების გამოკვებისთვის დღეში თითო ბავშვზე ითხოვს 1 ლარით მეტს.

კომენტარები

ბაღების მართვის სააგენტო გადაყენება კვების პრობლემა მერია 2019-06-12
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ბაღების მართვის სააგენტო გადაყენება კვების პრობლემა მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას 6 თვის ვადით გადაუვადებს

შემდეგი სტატია

აუცილებელია, რომ ყველა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ამას ხაზგასმა არ სჭირდება – ჩუგოშვილი პომპეოს გზავნილებს ეხმაურება

მსგავსი სტატიები

“დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია”

“დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია”

13 ივნ 2018
მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს

მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2020

საპარლამენტო უმრავლესობა ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge