NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»“შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს, შეაშრება ეგ ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ“

“შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს, შეაშრება ეგ ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ“

11 ივნ 2019 მნიშვნელოვანი 651 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ასპექტზე, ვგულისხმობ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების გამოყენებაზე. როცა ჩვენ ეს ბრალდება დავაფიქსირეთ და ფაქტები წარმოვადგინეთ ამ ხალხის ყოფნაზე საარჩევნო უბნებთან“ – ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის სესიაზე გააკეთა.

გიგა ბოკერიამ, არჩევნების დღე შეაფასა. მან ხელისუფლება კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების საარჩევნოდ გამოყენებაში დაადანაშაულა. გიგა ბოკერია ამბობს, რომ მთაწმინდაზე ჩატარებული არჩევნების დროს, ხელისუფლება კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობდა.

„ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“, დაჭერილი ადამიანის ბედით ვაჭრობა, ადმინისტრაციული რესურსი, მთელი გამგეობების, ნათესავებიანად, სიპების და აიპების ხალხი გამოჭიმული უბნებზე, უბინძურესი კამპანია თქვენს პროპაგანდისტულ ლობებში, „იმედით“ დაწყებული სოციალური ქსელებით გაგრძელებული. ამ ორი ამაზრზენი პოლიტიკური წარმონანქმნის, ნაცვლიშვილის და შალვა რამიშვილის მეთაურობით. მაგრამ, მე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ასპექტზე, ვგულისხმობ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების გამოყენებაზე. როცა ჩვენ ეს ბრალდება დავაფიქსირეთ და ფაქტები წარმოვადგინეთ ამ ხალხის ყოფნაზე საარჩევნო უბნებთან, მათი წარსული, მათი საქციელი, მთელი პაკეტი მივიღეთ აბსურდული პასუხების. ჯერ თქვენ, ბატონო კობახიძე, თქვენ ბრძანებთ, რომ თურმე ოპოზიცია იყენებდა პირველ ტურში კრიმინალებს. ბუნებრივია, როგორც თქვენ გჩვევიათ, უბრალოდ ტალახი ისროლეთ ყოველგვარი ფაქტების გარეშე. ისე უბრალოდ, თითქოს, ვერავინ ვერ მიხვდებოდა. რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ კრიმინალს, ვერ დააფარებს ხელს, ვერ უმფარველებს და ვერაფერი“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობას  ქვეყანაში კრიმინალის ზრდა მოჰყვება.

„თქვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გული გადამიხსნა უბანზე, მითხრა, რომ ისეთ ხალხთან ვიღებთ ვალდებულებებს, რომ მერე ამას რა მოჰყვება, არ ვიციო. მე გეტყვით, ამას მოჰყვება კრიმინალის ზრდა და უბედურება, რომელიც თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მერე სადღეგრძელოებს გვეტყვით აქ. თქვენი შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს. შეაშრება ეგ ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ“ – ამბობს ბოკერია.

„ევროპული საქართველოს წევრმა, საარჩევნო უბნებთან დამკვირვებლების მისამართით გამოყენებულ შეურაცხყოფაზეც ისაუბრა და ხელისუფლების წევრები ამ ფაქტებზე შესაბამისი რეაქციის გამოუხატველობის გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო დღეს, ეს კრიმინალური სამყაროს წევრები როგორ ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოებს – შუაზე გაგჭრიო. უბინძურეს შეურაცხოფას აყენებდნენ და ეს ყველაფერი გადაღებულია. მოვისმინე ყველა თქვენი თავმომწონე, ტრიპაჩული განცხადება, როგორ მოიგეთ. ერთი დაგმობა არ მომისმენია თქვენი, ზრდილობისთვის რომ გეთქვათ, რომ ამას ვგმობთ, რომ ახალგაზრდა გოგოს შუაზე გაჭრით რომ ემუქრებიან და უბინძურესად აგინებენ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. ამასაც კი ვერ იძახით გარკვევით, იმდენად გაქვთ პოლიტიკური ზნეობა დაკარგული“ – ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები

ამაზრზენი პოლიტიკური წარმონანქმნი კრიმინალური სამყარო ღიმილისმომგვრელს უწოდებს შს მინისტრი ხელისუფლება 2019-06-11
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ამაზრზენი პოლიტიკური წარმონანქმნი კრიმინალური სამყარო ღიმილისმომგვრელს უწოდებს შს მინისტრი ხელისუფლება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

შემდეგი სტატია

“ნურავის ნერვებს ნუ ვცდით” – პაპუაშვილმა ბოკერიას დარბაზიდან გაძევება მოითხოვა

მსგავსი სტატიები

„ავადმყოფური ადამიანის ტვინში რაც დაიბადება, მე აზრადაც არ მომივა“

„ავადმყოფური ადამიანის ტვინში რაც დაიბადება, მე აზრადაც არ მომივა“

07 ნოე 2017
გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში

გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში

ირაკლი შალიკაშვილი 19 ივლ 2021
გოდერძის უღელტეხილთან მეწყერი ჩამოწვა

გოდერძის უღელტეხილთან მეწყერი ჩამოწვა

14 თებ 2018

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge