NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»„არ გყოფნით პოლიტიკური ნება, საჯაროდ უთხრათ ხალხს, რომ გარეჯში საზღვარი კომუნისტების მემკვიდრეობაა” – მწვავე დებატები პარლამენტში

„არ გყოფნით პოლიტიკური ნება, საჯაროდ უთხრათ ხალხს, რომ გარეჯში საზღვარი კომუნისტების მემკვიდრეობაა” – მწვავე დებატები პარლამენტში

11 ივნ 2019 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 398 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამეტში სესია მწვავე ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. კამათის თემა დავით გარეჯია. „ქართული ოცნებამ“ და“პატრიოტთა ალიანსმა“ სადემარკაციო საზღვართან დაკავშირებულ პრობლემებში წინა ხელისუფლება დაადანაშაულა. ოპოზიციამ კი საპარლამენტო უმრავლესობას საბჭოთა ხელისუფლებასთან კავშირი შეახსენა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა „ოცნებას“ შეახსენა ის პასუხისმგებლობები, რომელიც მისი თქმით, მმართველ პარტიას ქვეყნის წინაშე აქვს. მან ასევ “ქართულ ოცნებას” ფაქტების შეგნებულად დამახინჯებაში დასდო ბრალი. გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ოცნება“ შეგნებულად ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს გარეჯის პრობლემები წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაშინ როდესაც მშვენივრად იცის, რომ საზღვარი საბჭოთა ოკუპანტებმა გაავლეს.

„თუ კიდევ იყო დარჩენილი რამე კითხვა იმის შესახებ თუ ვინ დგას დავით გარეჯის ირგვლივ ბოლო ესკალაციის უკან, ვის სურს საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობები აზერბაიჯანთან, ვის სურს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ფოკუსის გადატანა სხვაგან, ყველა ამ კითხვას გაეცა პასუხი- ქართულ ოცნებას. იცით რატომ ქართულ ოცნებას? იმიტომ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აწარმოებს კამპანიას ამ საკითხის ირგვლივ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მიზნით. ჩემი კოლეგები, რომ გამოდიან ხოლმე ქალბატონი ქაცარავა მაგალითად სხვადასხვა კონფერენციებზე და ლამაზ სიტყვებს ამბობენ, როგორ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ქალბატონო სოფო, თქვენც ინაწილებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას აი ამ ყველაფერზე. თქვენც თანამონაწილე ხართ ამ ყველაფრისა. კომუნისტმა ოკუპანტებმა გაავლეს იქ საზღვარი. აზერბაიჯანმა კი არ გაავლო საზღვარი. იმ კომუნისტურმა პარტიამ რომელსაც თქვენ ემსახურებოდით ბატონო გია.  ჩვენ არ ვამბობთ თქვენ ხართ მკვლელები. ასეთ ლექსიკას ჩვენ არ ვიყენებთ. და გასაგებია, რომ 30 -იანი წლების სისხლის მდინარეებისთვის, რომელიც კომუნისტურტმა პარტიამ საქართველოში დააყენა შეიძლება თქვენ უშუალოდ არ აგებთ პასუხს. მაგრამ თუ წარსულზეა უშუალოდ საუბარი, ვისაუბროთ წარსულზე. რა თქმა უნდა ვისაუბროთ და ყოველთვის შეგახსენებთ ჩვენ თქვენს წარსულს. ბატონი კოპალიანი 9 აპრილის შემდეგ სწავლობდა გორკის პარტიის უმაღლეს სკოლაში. ასე რომ თუ წარსულზე ისაუბრებთ, ჩვენც ვისაუბრებთ და ყოველთვის შეგახსენებთ თქვენს წარსულს, რომელშიც ემსახურებოდით საბჭოთა ოკუპანტებს რომელმაც გაავლო სწორედ ეს საზღვარი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

“ქართული ოცნება” გააკრიტიკა ზურა ჭიაბერაშვილმაც. მისი თქმით, მმართველ პარტიას არ ჰყოფნის პოლიტიკური ნება რომ ხალხს უთხრას რეალური ფაქტები.

„არ გყოფნით პოლიტიკური ნება, რომ საჯაროდ უთხრათ ხალხს ფართოდ, რომ დავით გარეჯში ის საზღვარი კომუნისტების მემკვიდრეობა არის. და იმათმა დატოვეს ასე საზღვარიო რასაც აქ პატრიოტთა ალიანსი ლაპარაკობს . რატომ იმიტომ რომ შინაგანად თქვენ თვითონ არ გჯერათ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის. არ გჯერათ ამ ქვეყნის წარმატების და თქვენ ამბობთ ასეთ რაღაცას, რომ ეს ქვეყანა მაინც სიღარიბეში დარჩება და მე რატომ მივიკლო ხაზინის ქურდობა,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

გარეჯში საზღვარი კომუნისტების მემკვიდრეობა მწვავე დებატები პარლამენტში პოლიტიკური ნება 2019-06-11
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გარეჯში საზღვარი კომუნისტების მემკვიდრეობა მწვავე დებატები პარლამენტში პოლიტიკური ნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თქვენ ხართ ტოქსიური პოლიტიკური ძალა – თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს

შემდეგი სტატია

მათ შორის არიან ადამიანები ვინც კომპარტიის რეჟიმს ემსახურებოდნენ – ბოკერიასა და ვოლსკის შორის ურთიერთბრალდებები სესიის შემდეგაც გაგრძელდა

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

19 აპრ 2018
საარტილერიო საველე სწავლება ვაზიანში

საარტილერიო საველე სწავლება ვაზიანში

04 ნოე 2017
ირაკლი კვირიკაძეს ბერლინალეს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

ირაკლი კვირიკაძეს ბერლინალეს ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა

20 თებ 2018

უახლესი ამბები

  • წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

    წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge