NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»თაღლითობაში ბრალდებული სიხუაშვილის კომპანიას კონტრაქტი პრემიერის დავალებით გამოძიების მიმდინარეობისას გაუფორმეს

თაღლითობაში ბრალდებული სიხუაშვილის კომპანიას კონტრაქტი პრემიერის დავალებით გამოძიების მიმდინარეობისას გაუფორმეს

10 ივნ 2019 მნიშვნელოვანი 61814 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ბილდინგ დეველოპერის“ დაკავებულ დირექტორსა და მფლობელს გამოძიებამ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა. საქმე ეხება თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისებას.

კერძოდ, საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ აშენებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

პარალელურად კი უკვე ხმაურიანი საქმე კიდევ უფრო სკანდალური ხდება. ირკვევა რომ შპს-ს, რომლის საქმიანობას სუს-ი იძიებდა, 7 მილიონიანი კონტრაქტი პრემიერის დავალებით გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაუფორმა. ირკვევა ისიც, რომ ამ კომპანიის დირექტორი თბილისის მერის მოადგილის ძმაა.

დაკავებული ალექსი სიხუაშვილის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დატოვა სამართალდამცავი უწყება. როსტომ ლაზარია ადასტურებს, რომ სიხუაშვილი უკვე ორი თვეა სუს-ში გამოკითხვაზე დადის. შეგახსენებთ, მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც „შაბათის კურიერში“ „ბილდინგ დეველოპერის“ საქმიანობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება დააანონსდა.

„ედავებიან მას თითქოს და ქვიშა არ განათავსა ამ მილსადენების ქვევით ე.წ. „ბალიშების“ სახით. საუბარია იმაზე, რომ პროექტში იყო გათვალისწინებული მხოლოდ 400 კუბი ქვიშის განთავსება. რეალურად კიდევ, პროექტს სჭირდებოდა 1200 კუბი ქვიშა, რაზეც წერილი არის შესაბამის დამკვეთთან გაგზავნილი, რომ ეს არ იყო საკმარისი აღნიშნული მაგისტრალისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ედავებიან, რომ თითქოს ქვიშა მოიპარა და არ ჩაყარა იმ რაოდენობის ქვიშა, რაც უნდა ჩაეყარა. ფაქტი კიდევ სხვა რამეზე მეტყველებს, რომ 400 კუბი ქვიშა საკმარისი არ იყო ამ 4 კილომეტრიანი მილსადენების ქვეშ განსათავსებლად და შესაბამისად, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.მე როგორც ვიცი, სასამართლო განჩინების საფუძველზეა დაკავებული და სხვა მეტი არაფერი,”-აცხადებს ლაზარია.

ლაზარია ამბობს, რომ სიხუაშვილი “შაბათის კურიერში” გასულ ყველა ინფორმაციას უარყოფს.

“უარყოფს ყველა ფაქტს, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მე შემიძლია რამდენიმეზე კომენტარი გავაკეთო წალკასთან დაკავშირებით, სადღაც თითქოს და წყლით მოიწამლა მოსახლეობა. უბრალოდ პროექტში არ იყო გათვალისწინებული ფილტრების დაყენება და შესაბამისად, როგორც კომპანია ვერ უზრუნველყოფდა ამ ფილტრების დაყენებას, ვერ გასცდებოდა იმ პროექტს რაც იყო დაკვეთა,“- როსტომ ლაზარია.

კომენტარები

2019-06-10
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ოცნების” დეპუტატები ცვლილებების მოლოდინში – ქანთარია ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს

შემდეგი სტატია

სიხუაშვილთან 7 მილიონიანი კონტრაქტი ირაკლი ხმალაძის ძმამ გააფორმა – ნადირაძე კალაძისა და მისი მოადგილის დაკითხვას ითხოვს

მსგავსი სტატიები

ანატოლი ბიბილოვი ბაშარ ასადს მადლობას უხდის

ანატოლი ბიბილოვი ბაშარ ასადს მადლობას უხდის

29 მაი 2018
მარსელში მანქანა ავტობუსის ორ გაჩერებას დაეჯახა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მარსელში მანქანა ავტობუსის ორ გაჩერებას დაეჯახა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

21 აგვ 2017
სარალიძის თქმით, შსს-სგან კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯების გადადგმის პირობა მიიღო

სარალიძის თქმით, შსს-სგან კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯების გადადგმის პირობა მიიღო

03 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

    კისინჯერი: უკრაინა უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის ნაწილის დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და დაუყოვნებლივ დაასრულოს სამთვიანი ომი

  • ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

    ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

  • სროლა ტეხასის  სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

    სროლა ტეხასის სკოლაში – დაღუპულია 14 ბავშვი და ერთი მასწავლებელი

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge