საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონრეალში ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოსა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
დაგეგმილია, მამუკა ბახტაძის მონაწილეობა დისკუსიაში – “გლობალური ეკონომიკა გარდამავალ პერიოდში”.
მონრეალის კონფერენცია დღეს დაიწყება და 13 ივნისს დასრულდება.
კომენტარები