NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»“ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“

“ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“

10 ივნ 2019 მნიშვნელოვანი 818 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მეც ვარ ნასამართლევი, მაგრამ კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი – ეს განცხადება, მმართველი პარტიის დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ქვარაიამ ასე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ოთარ კახიძეს უპასუხა, რომელმაც სხდომაზე მთაწმინდაზე გუშინ ჩატარებულ არჩევნებში კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობაზე ისაუბრა.

კახიძემ თქვა, რომ შემაშფოთებელია, როცა მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებთან იმ სამყაროს წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც მოქალაქეების საკუთრებას და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახიძეს უთხრა, რომ უხერხულია კახიძისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი თქმით, წინა ხელისუფლება თავად ჩადიოდა კრიმინალს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების მეორე ტურზე, მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე მობილიზებული პირების უმრავლესობა ქურდული სამყაროს წევრობისთვის და სხვადასხვა კრიმინალისთვის არიან ნასამართლევი და მათი ბიოგრაფია საჯაროა. მერაბ ქვარაიას განცხადებით კი, არასწორია ადამიანებს კრიმინალის იარლიყი დაუმსახურებლად მიაკერონ.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიზარდა და საკმაოდ მაღალი სტანდარტით ხდება ყველაფერი. რაღაც ჩირქი მოვცხოთ ამ არჩევნებს და ვიღაცისკენ ხელი გავიშვიროთ, ცოტა უხერხულია ჩვენი ამომრჩევლების მიმართ გამოვიჩინოთ ასეთი უპატივცემულობა, რომ ვიღაცა თავს ახვევს, კრიმინალი იქნება ის თუ ვინ იქნება. ჩვენი ამომრჩეველი მგონი არ ღებულობს ასე მარტივად გადაწყვეტილებას და საკმაოდ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით მიდის არჩევნებზე. ცოტა გაუგებარია, რომ ადამიანებს კრიმინალის იარლიყი ასე უპასუხისმგებლოდ ვესროლოთ და მივაწებოთ, ეგ არ არის სწორი, მით უფრო ბატონი ოთარისგან გამიკვირდა ნამდვილად. ნასამართლევი თუა ადამიანი, ის კრიმინალი რატომ უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ნასამართლევი უამრავი ადამიანია, მით უმეტეს, როცა თქვენი ხელისუფლება მართავდა. მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“, – განაცხადა ქვარაიამ.

კომენტარები

2019-06-10
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დრო ხომ არ მოვიდა, წახვიდეთ პოლიტიკიდან და ქურდებს დაუთმოთ ასპარეზი – ბერაია ოპონენტებს მიმართავს

შემდეგი სტატია

გახარიას ვკითხოთ, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება და ქუჩის ბიჭებთან თანამშრომლობა ერთმანეთთან როგორ არის თავსებადი

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა

13 ივლ 2018
სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

სოსო ელისაშვილი 14 მარ 2018

17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 47,31%-ია

28 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge