NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იყო ისეთი დარღვევები, რომ კონკურსი უნდა ჩატარებულიყო თავიდან – პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის კანდიდატებს უსმენს

იყო ისეთი დარღვევები, რომ კონკურსი უნდა ჩატარებულიყო თავიდან – პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის კანდიდატებს უსმენს

10 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 646 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის რეფორმაზე იწყებს მუშაობას და სამსახურის მომავალ უფროსს ეძებს. იქმნება ახალი, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუცია, რომლის ხელშიც არა მხოლოდ მოსმენების ე.წ. გასაღები აღმოჩნდება, არამედ მასვე დაევალება სამართალდამცველთა დანაშაულის გამოძიება.

საუბარია საკმაოდ დიდ გავლენაზე, რომლის ხელში ჩაგდებას ახლა მმართველი გუნდის ორი შტო ცდილობს, ერთი მხრივ გიორგი გახარია და მეორეს მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ ახლად დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი.

პარლამენტში, ამ წუთებში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სხდომა იწყება, სადაც კანდიდატებმა დეპუტატების წინაშე უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვები და გეგმები სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით. პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის თანამდებობაზე კანდიდატად სულ ორი პირია წარდგენილი.

ერთ-ერთი კანდიდატი, ვალერი ლომუაშვილია. სწორედ მის დასკვნით ეტაპზე გაყვანას, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების მხრიდან, კითხვები და კრიტიკა მოჰყვა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, რომელიც სპეციალური შესარჩევი კომისიის წევრი იყო, ამბობს, რომ კონკურსი გარკვეული დებულებების დარღვევებით წარიმართა.

„კომისიის მიმდინარეობის დროს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადგილი ჰქონდა იმ ტიპის დარღვევას, რომლის მიხედვითაც კონკურსი უნდა ჩატარებულიყო თავიდან, უნდა დანიშნულიყო ახალი კონკურსი. მე დღეს ვისაუბრებ ამ საკითხზე. კომიტეტის წევრებს მივაწვდი ინფორმაციას. თავისთავად, ის გარემოება, რომ სამოტივაციო წერილებიდან მხოლოდ ერთი წერილი იყო წარმოდგენილი, რომელიც შეესაბამება დებულების მოთხოვნებს, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო მეორე კონკურსის ჩატარება, ვინაიდან, პრემიერისთვის ორი კანდიდატი უნდა ყოფილიყო წარდგენილი. მე ვფიქრობ, რომ ამ ფორმით კონკურსის ჩატარება გარკვეულწილად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

თავად ვალერი ლომუაშვილისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მიუღებელია. ის ამბობს, რომ გასაუბრებაზე მან სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები წარადგინა.

„უბრალოდ, გასაუბრების ეტაპზე ჩემი მონოლოგის 80% ეხებოდა უშუალოდ ამ ჩემეულ ხედვას სამსახურის ფუნქციონირებასთან და განვითარებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მე მაქვს ძალიან ნათელი წარმოდგენა და თუ არ აკმაყოფილებდა ჩემი ხედვა კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებაში, მე აუცილებლად დავიბლოკებოდი და არ მექნებოდა შესაძლებლობა დღეს პარლამენტის წინაშე წარმედგინა ხედვა…. მე არასოდეს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები ან ტექნიკური კანდიდატი, ან ვინმეს გასაყვანად შექმნილი …“- აცხადებს ვალერი ლომუაშვილი.

კომენტარები

2019-06-10
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საარჩევნო უბნებზე იყვნენ ცნობილი კრიმინალი დობო, გაგი მადოევი და სხვა კრიმინალები – “ევროპული საქართველო” ზეწოლის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

შემდეგი სტატია

ძალადობა, დაშინება და შანტაჟი შუალედური არჩევნების მეორე ტურზე

მსგავსი სტატიები

„დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება,” – მიხეილ სააკაშვილი

26 ნოე 2018

აზიური ფაროსანა  არ წარმოადგენს  საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის

31 ოქტ 2017
მამუკა ბახტაძე:  2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება

მამუკა ბახტაძე: 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება

16 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ჯენიფერ ლოპესი  ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

    ჯენიფერ ლოპესი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე (ფოტოები)

  • გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

    გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

  • იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

    იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძეს თავის ამაზრზენ საქციელზე მოუწევს ბოდიშის მოხდა, სხვა შემთხვევაში, მას სულ ასე მოუწევს დამალვა

  • კამალა ჰარისი: For the people—always

    კამალა ჰარისი: For the people—always

  • გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

    გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

  • სახალხო დამცველმა დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელია, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო

  • ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

    ცრუ ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ – აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?

  • გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

    გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ – არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო

  • ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

    ყველაფერს გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

    ბენიამინ ნეთანიაჰუ გიორგი გახარიას: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლახანს ხელახლა დანიშვნას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge