NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»გახარიას ვკითხოთ, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება და ქუჩის ბიჭებთან თანამშრომლობა ერთმანეთთან როგორ არის თავსებადი

გახარიას ვკითხოთ, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება და ქუჩის ბიჭებთან თანამშრომლობა ერთმანეთთან როგორ არის თავსებადი

10 ივნ 2019 მნიშვნელოვანი 333 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხმაური პარლამენტში – კამათი შუალედური არჩევნების მეორე ტურის განხილვას მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ ოპონენტებს უთხრა, რომ კრიმინალური სამყაროს წევრების არჩევნებში ჩართვით, ისინი მათგან დავალებულები ხდებიან, რაც სამომავლოდ დიდ პრობლემას შექმნის.

კახიძემ კოლეგებს ურჩია ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად პარლამენტში შს მინისტრი დაებარებინათ და გახარიას განემარტა, რას ნიშნავს ერთის მხრივ ქუჩურ გარჩევებთან სამართლებრივი ბრძოლა და მეორეს მხრივ კრიმინალებისთვის მიცემული უფლება, რომ სახელმწიფოს სახელით ისაუბრონ.

ოთარ კახიძე კომიტეტი-ის სურათის შედეგი

„არ ვამბობ, რომ არჩვენების შედეგი ამან განაპირობა. უბრალოდ დავინახეთ, რომ სახელმწიფო, მმართველი პარტია და სამართალდამცველი სტრუქტურა ამ სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად იყო.

დაფიქრდით, ზოგადად რა გზას ადგახართ. იმიტომ რომ ეს ხალხი, რომელთაგან უკვე დავალებული ხართ მოჰკითხავს ჩვენს მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამ ქვეყანაში ვზრდით ჩვენს შვილებს და მათ მაგალითს ვაძლევთ და ეს მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება, უბანში ჩაცუცქული მოძველბიჭო ელემენტი, რომელიც სახელმწიფოს სახელი ლაპარაკობს პოლიციელის გვერდით, თუ ის ადამიანი ვინც შრომით, სწავლითა და წარმატებით მიდის ცხოვრების გზაზე.

მე კი არ უნდა მეხმაუროთ აქ, რომ ტყუილებს ვამბობ, დაინტერესდეთ უბრალოდ, ჩართოთ ტელევიზორი, შეხედოთ ამ ფაქტებს, დავიბაროთ შს მინისტრი და ვკითხოთ, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ქუჩის ბიჭებთან თანამშრომლობა ერთმანეთთან როგორ არის თავსებადი,“-განაცხადა კახიძემ.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება კრიმინალს ებრძვის.

კილაძე სოფიო-ის სურათის შედეგი„ჩვენი პრიორიტეტი კრიმინალის კუთხით არის დანაშაულებრივ სამყაროსთან ბრძოლა, ოღონდ არა იმ მეთოდებით, აღარ ვიტყვი ახლა ცოცხი კასტილი და  ა.შ რასაც თქვენ აკეთებდით. ამ მეთოდებით არაკანონიერი მეთოდებით, კანონმა უნდა გასცეს ყველა დანაშაულს პასუხი,“-უპასუხა სოფიო კილაძემ.

კომენტარები

2019-06-10
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“

შემდეგი სტატია

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა – პარლამენტმა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი

მსგავსი სტატიები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

15 მაი 2018

„მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან“

12 ნოე 2018
რა ინახებოდა ოსამა ბინ ლადენის კომპიუტერში?

რა ინახებოდა ოსამა ბინ ლადენის კომპიუტერში?

03 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

  • “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

    “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

  • ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

    ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

  • განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

    განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

  • გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

    გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge