NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»პაშა ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკი განაახლა

პაშა ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკი განაახლა

10 ივნ 2019 ბიზნესი 711 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პაშა ბანკმა 10 ივნისს ახალი ინტერნეტ და მობაილბანკი გააქტიურა.

განახლებული მომსახურებით სარგებლობას როგორც ფიზიკური პირები, ისე მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოები შეძლებენ. საუბარია იმ საწარმოებზე, რომლებსაც აქვთ ერთ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

პაშა ბანკის ახალი ინტერნეტბანკი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მართოს საკუთარი ანგარიშები, მიიღოს დეტალური ინფორმაცია პროდუქტებზე, შეასრულოს გადარიცხვები და გადახდები ან შეუკვეთოს საბანკო პროდუქტები. კლიენტს ასევე შეეძლება, მიიღოს განახლებადი და დეტალური ინფორმაცია გაცვლითი კურსების, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ.

ინტერნეტბანკის მომსახურებაზე დარეგისტრირება უფასოა. იურიდიული პირები რეგისტრაციის გავლას პაშა ბანკის ფილიალში, ბანკის თანამშრომლების დახმარებით შეძლებენ. ხოლო ფიზიკური პირებისთვის ინტერნეტბანკში დარეგისტრირება ონლაინ არის შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელს პაშა ბანკში მიმდინარე ანგარიში უნდა ჰქონდეს.

“ჩვენ მუდამ ვცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეახლებინა ჩვენი ინტერნეტ და მობაილ ბანკი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლიენტებს შევთავაზოთ თანამედროვე და მოქნილი საბანკო სერვისები. იმედი გვაქვს, სიახლეებით კმაყოფილი დარჩებიან.“ – გოგა ჯაფარიძე, პაშა ბანკის კომერციული დირექტორი.

პაშა ბანკის განახლებული ინტერნეტბანკი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, როგორც სამუშაო, ისე უქმე დღეებში. პაშა ბანკის ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს pashaonline.ge

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

კომენტარები

TOP ბანკი 2019-06-10
News
Tags TOP ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

შემდეგი სტატია

საარჩევნო უბნებზე იყვნენ ცნობილი კრიმინალი დობო, გაგი მადოევი და სხვა კრიმინალები – “ევროპული საქართველო” ზეწოლის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების თემაზე ყაზახეთის მიკროსაფინანსო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ ფინანსური განათლების თემაზე ყაზახეთის მიკროსაფინანსო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

18 სექ 2017
 საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1129,5 ლარი გახდა, თბილისში – 1350 ლარი

 საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1129,5 ლარი გახდა, თბილისში – 1350 ლარი

ნინო ჩხეიძე 08 ოქტ 2020
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინეთში ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს

17 იან 2018

უახლესი ამბები

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge