NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, მას არ უნდა აძახებდნენ სისხლიან რეჟიმს, არ უნდა იჭერდნენ

კარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, მას არ უნდა აძახებდნენ სისხლიან რეჟიმს, არ უნდა იჭერდნენ

07 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1088 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიის წევრებს 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მაშინდელი დაპირება სწორედ ის იყო, რომ დიდი ჰესების მშენებლობა უნდა აკრძალულიყო, რადგან ეს ეროვნულ წიაღს ანადგურებდა.

ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა ჰესების მშენებლობის აკრძალვას. რაზეც ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი არ არის.

ამ დიალოგს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის რეპლიკა მოჰყვა, მისი თქმით, ნათია თურნავა წინა ხელისუფლების გუნდის წევრიც იყო და მან ჰესების მშენებლობის შესახებ მისი ძველი შეხედულება ახალ ხელისუფლებაშიც შეიტანა.

„ქალბატონი ნათიას შეხედულება დაემთხვევა ამათ შეხედულებას, იმიტომ რომ ქალბატონი ნათია ამათი გუნდის წევრი იყო. ზუსტად მაგაზეა საუბარი, რომ შემოიჭრა იმათი პოზიცია „ქართული ოცნების“ რიგებში,“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამ რეპლიკას დარბაზიდან გამოხმაურება მოჰყვა. მმართველი გუნდის დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა იკითხა, აკრძალული იყო ყუ არა პროფესიონალი სახელმწიფო მოხელის აპოლიტიკურობა.

„აკრძალულია იყო კარგი სახელმწიფო მოხელე და უპარტიო? ხვალ რომ რომელიმე პარტია მოვიდეს ყველა უმუშევარი უნდა დარჩეს?“- იკითხა ოქრიაშვილმა.

ამ რეპლიკების საპასუხოდ მან გიგა ბოკერიასგან ვრცელი განმარტება მიიღო. ბოკერიამ ოქრიაშვილს უთხრა, რომ მინისტრი სახელმწიფო მოხელე არ არის და ის უპარტიო ვერ იქნება.

„ახლა მინდა განგიმარტოთ, მინისტრის მოადგილე და მინისტრი არ არის მოხელე, ის არის პოლიტიკური ფიგურა. კარგი მოხელე უნდა გადადიოდეს ერთი მთავრობიდან მეორეში, მას არ უნდა აძახებდნენ სისხლიან რეჟიმს, არ უნდა ატარებდნენ დაკითხვებზე და არ უნდა იჭერდნენ – ეს ეხება “ქართულ ოცნებას.”

“რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურას, თუ პოლიტიკურ ფიგურას არ გააჩნია შეხედულებები და ერთი ხელისუფლებიდან მეორეში გადადის ეს არის პრობლემა, მაგრამ მისი არჩევანია. თქვენთვის, ვინც იმ შავბნელ პერიოდს აფასებთ, როგორც ქვეყნის აღსასრულს თქვენთვის უნდა იყოს პრობლემა იმის მიღება, ვინც მაშინ იყო პოლიტიკური ფიგურა. ოღონდ თქვენ მარტო ის ფიგურები გაწუხებთ, ვინც გიქმნით პრობლემებს,“-განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

TOP 2019-06-07
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ფოთის პორტზე სკანდალური ინფორმაციის გაჟონვის მოტივაციაა, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს”-მმართველი გუნდის წევრი

შემდეგი სტატია

ბათუმში „თეგეტა მოტორსმა“ ახალი რეგიონალური ცენტრი გახსნა

მსგავსი სტატიები

საკრებულოსთან დაკავებულებს შორის ერთ-ერთი „ენმ“-ს წევრი კოტე იოსელანია

10 ოქტ 2017
პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

ირაკლი შალიკაშვილი 01 ოქტ 2020

ბასილაშვილი შემდეგ ეტაპზეა

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

    ნიკოლოზ რაჭველი: დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში

  • ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

    ზურაბ ქადაგიძე: მაგარია, თუკი „იუვენტუსი“ საქართველოში აკადემიას გახსნის, მაგრამ წალენჯიხაში? ლოთი გია ხარჩილავას მერიის იმედად ნუ იქნება მაინც, სირცხვილია…

  • სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

    სერგეი ლავროვი: დასავლეთი უშუალოდ ამ ომის მონაწილეა, მის გარეშე ეს დასრულებული იქნებოდა დიდი ხნის წინ

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge