NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ხალხის ხმა ივანიშვილს დიდი ხანია, აღარ ესმის” – ოპოზიციას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, ნახევარმილიონამდე ხელმოწერა აქვს

“ხალხის ხმა ივანიშვილს დიდი ხანია, აღარ ესმის” – ოპოზიციას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, ნახევარმილიონამდე ხელმოწერა აქვს

06 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 593 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სრული კონსესუსი – 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ნახევარმილიონამდე ხელმოწერა შეაგროვა. ინიციატივა, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პარლამენტში 15 ივნისამდე უნდა შევიდეს.

საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე სასაუბროდ პარტიების ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. შეხვედრას თითქმის, მთელი ოპოზიციური სპექტრი ესწრება. ისინი მოითხოვენ, რომ ქვეყანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამ მიმართულებით ხელმოწერების შეგროვებას კიდევ გააგრძელებენ.

დაკავშირებული სურათი„300 ათასამდე ხელმოწერაა უკვე შეგროვებული. ვართ მოწმეები არნახული კონსესუსის პოლიტიკურ სპექტრშიც, სამოქალაქო საზოგადოებაშიც, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც და ჩვენი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობაშიც, ყველას ესმის, რომ უსამართლო სისტემა, რომელიც ასე ადვილად იძლევა გაყალბების საშუალებას, უნდა შეიცვალოს. ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ოპოზიციას უკვე აქვს, რადგან მათ 200 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. ამის შემდეგ ხელმოწერები პარლამენტში გადაინაცვლებს და საკონსტიტუციო ცვლილებისთვის შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

გიგი უგულავა-ის სურათის შედეგი„ხალხის ხმა ივანიშვილს დიდი ხანია, აღარ ესმის, მაგრამ ეს ხელმოწერები აუცილებელი კომპონენტია ამ ბრძოლის იმიტომ, რომ აუცილებელია საპარლამენტო პროცედურების დაწყება იმისთვის, რომ X მომენტში, როდესაც სიტუაცია იქნება მომწიფებული, ყველა სამართლებრივი პროცედურა ამ ცვლილებას ჰქონდეს გავლილი,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.

ოპოზიციის თქმით, მაჟორიტარული სისტემა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას იძლევა, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არ დაუშვებენ.

ბაჩუკი ქარდავა-ის სურათის შედეგი„2020-ში მაჟორიტარების შენარჩუნება ბიძინა ივანიშვილს უნდა ძალაუფლების მიტაცებისთვის. მან იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს იმიტომ, რომ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია და სწორედ ამიტომ ტოვებს ამ მახინჯ სისტემას, მისი სურვილია, დატოვოს, მაგრამ განწყობა საზოგადოების, პოლიტიკურ სპექტრში არსებული კონსესუსი და საერთაშორისო მხარდაჭერა მაძლევს იმის იმედს და რწმენას, რომ ეს ბრძოლა არ იქნება მარტივი „ქართული ოცნებისთვის,“ – განაცხადა „საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

ხელისუფლების ოპონენტები მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას მახინჯს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

მამუკა კაციტაძე-ის სურათის შედეგი„ალბათ, ხვალ აღნიშნული ხელმოწერები შეტანილი იქნება საქართველოს პარლამენტში, რის შემდეგაც ასევე დადგენილი პროცედურების თანახმად, უნდა დაიწყოს საჯარო განხილვა ჩვენი ინიციატივის, შემდეგ საკომიტეტო, საპარლამენტო მოსმენები და დაიწყეს ერთგვარი ტესტი იმისთვის, არის თუ არა ხელისუფლება მზად, პასუხი გასცეს საკუთარ ამომრჩეველს ყველა მუნიციპალიტეტიდან, საკუთარ ხალხს, საზოგადოებას იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია სიმახინჯის ანუ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება,“ – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის და არ უნდა, რომ გაიგოს არჩევნების სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობა.

ხათუნა სამნიძე-ის სურათის შედეგი„თუ სამართლიანი სისტემა არ არსებობს, იმედი მაქვს, რომ პარლამენტში განხილვების დროს შესაძლებელი იქნება ის, რომ საზოგადოებას ავუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაც ძალიან კარგად გარკვეულია ამაში, ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება, არავინ არ არის გარდა „ქართული ოცნებისა,“ რომელსაც არ ესმის მნიშვნელობა სამართლიანი არჩევნების ჩატარების, პროპორციული სისტემის, მუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ არ დგამს ამ ნაბიჯს,“ – განაცხადა „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ფეოდალური სისტემა შეინარჩუნოს.

ნინო ბურჯანაძე-ის სურათის შედეგი„ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, ჩვენ არ გვჭირდება არჩევნები, სადაც პარტია მიიღებს ვთქვათ, 40 %-ს პარლამენტში და ხმების რაოდენობას მიიღებს თავად უკვე პარლამენტის დარბაზში 80%-მდე, ეს არის ფეოდალური მმართველობის გაგრძელება და ამას დასასრული უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა „ერთიანი საქართველოს – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

TOP 2019-06-06
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გენერალური პროკურორი შესაძლოა, შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გახდეს

შემდეგი სტატია

კობახიძის თქმით, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება

მსგავსი სტატიები

გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა

გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა

ირაკლი შალიკაშვილი 15 ივლ 2019
“არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

“არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

ნინო ჩხეიძე 05 მარ 2021
ჩვენ ნანახი გვაქვს როგორ ამთავრებენ ოლიგარქები – არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ აუცილებელია აქციები

ჩვენ ნანახი გვაქვს როგორ ამთავრებენ ოლიგარქები – არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ აუცილებელია აქციები

ირაკლი შალიკაშვილი 23 თებ 2021

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge