NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“მავნებლობა!” – ბიზნესმენები იმპორტის გადასახადის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას აფასებენ

“მავნებლობა!” – ბიზნესმენები იმპორტის გადასახადის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას აფასებენ

06 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 515 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლების სიურპრიზი, რომელმაც ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. 31 მაისს ფარულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აქციზის გადამხდელ კომპანიებს იმპორტის გადასახდელის გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა. სიახლე ეხება ე.წ. “ოქროს სიაში” მყოფ კომპანიებსაც, რომლებიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ.

ახალ რეგულაციებს შოკად აფასებენ ბიზნესმენები. მათი თქმით, სიახლის შედეგად არ არის გამორიცხული კონკრეტულმა კომპანიებმა საკუთარი საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლონ. კიდევ ერთ მთავარ პრობლემად იმპორტიორები ხელისუფლების მხრიდან მათთან კომუნიკაციის არ არსებობას ასახელებენ და პროდუქციის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ. რატომ დასჭირდა ხელისუფლებას მსგავსი ცვლილების მიღება – კონკრეტული პასუხი ბიზნესმენებს ამ ეტაპზე არ აქვთ. ახალი კანონი ძალაში 12 ივნისიდან შედის.

„ეს იყო ჩემთვის შოკი, იმიტომ, რომ არასდროს, ათეული წლების განმავლობაში ჩვენი სამსახური ისე მუშაობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. ეს არის პირველი. ესე იგი, გაუფრთხილებლობა და არა ინფორმირება იყო სახელმწიფოს მხრიდან, რაც იყო ცუდი ჩვენთვის. სულ უნდა ნახევარ საათიანი პრეზენტაციის გაკეთება, სახელმწიფო რატომ ცვლის რეგულაციებს. ნაადრევი გადახდის გამო ბევრი გადასაწყობი ექნება ბევრ ბიზნესმენს. შეიძლება ზოგიერთმა ბრუნვიდან ამოიღოს ფული, შეიძლება ფული დეფიციტი გაუჩნდეს ამასობაში. გადაეწყობიან, მაგრამ აი, დანაკარგი ექნებათ. უფრო კომფორტულიდან გადავდივართ არაკომფორტულსიტუაციაზე,“- თემურ ჭყონია.

”British American Tobacco”-ს კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე კი ახალ რეგულაციებს მავნებლობას უწოდებს და ხელისუფლებას ბიზნესმენებთან  კომუნიკაციას უწუნებს. სხვიტარიძის თქმით, ბიზნესი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება.

„სრულიად არანაირი კომუნიკაცია არ ხდება, ანუ პოსტფაქტუმ ვიგებთ იმ რეგულაციის შესახებ, რომელიც შემდეგ კვირაში შედის ძალაში. ხდება ბიზნესის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება და 30 დღის ვადის ნაცვლად, 5 დღეში გვეუბნებიან, რომ გადაიხადე გადასახადებიო. ეს შეუძლებელია. ამით პირდაპირ ხდება საქართველოს საინვესტიციო იმიჯის დაზიანება. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას. ეს არის მავნებლობა სამწუხაროდ,“- ზვიად სხვიტარიძე.

კომენტარები

TOP 2019-06-06
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მტკიცებულებები მოპოვებულია 2017-2018 წლებში, დღეს მათ ძალა აქვს დაკარგული

შემდეგი სტატია

საარჩევნო სისტემა, რომელიც სურს, რომ შეინარჩუნოს ივანიშვილს, არის მახინჯი

მსგავსი სტატიები

პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და „ქართული მარშის” ტერმინოლოგიის და მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის გიგა ბოკერიას

პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და „ქართული მარშის” ტერმინოლოგიის და მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის გიგა ბოკერიას

ირაკლი შალიკაშვილი 30 სექ 2019

ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი  00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება

09 დეკ 2017

გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, ოლიგარქს საჯაროდ მიმართა

21 სექ 2018

უახლესი ამბები

  • პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ – როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი

    პარლამენტში ხშირად მეტროთი დავდივარ – როგორც კი დათბება, სკუტერით ვივლი

  • ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია

    ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია

  • Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

    Samsung Galaxy A52 – პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

  • ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება

    ალიანსი სიფხიზლეს ინარჩუნებს და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელ სამხედრო მობილიზებას ყურადღებით დააკვირდება

  • შეთანხმების დოკუმენტიდან ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის

    შეთანხმების დოკუმენტიდან ნებისმიერი გადახვევა ავტომატურად იქნება ნიშანი ამ შეთანხმების დარღვევის

  • თაკო ჩარკვიანი: თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი

    თაკო ჩარკვიანი: თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი

  • უცნობი პროკურატურას მოუწოდებს

    უცნობი პროკურატურას მოუწოდებს

  • ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მიზნით, უკრაინელ კოლეგას ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში

    ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის ორმხრივი ურთიერთობების განხილვის მიზნით, უკრაინელ კოლეგას ნებისმიერ დროს შეხვდეს მოსკოვში

  • ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

    ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

  • უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

    უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge