NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხელისუფლების პანიკა და ზეწოლა კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით — ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის გააქტიურებაზე საუბრობს

ხელისუფლების პანიკა და ზეწოლა კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით — ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის გააქტიურებაზე საუბრობს

05 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 390 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლების პანიკა და ზეწოლა კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით  – მთაწმინდის რაიონში არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი გუნდი  აკრძალულ მეთოდებზე გადავიდა. „ევროპული საქართველოს“ წევრები წინასაარჩევნოდ შალვა შავგულიძის წინააღმდეგ  ხელისუფლების განსაკუთრებულ გააქტიურებაზე საუბრობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები იმ კრიმინალური ავტორიტეტების კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ, ვისაც ივანიშვილის პარტია, მეორე ტურის წინ მთაწმინდაზე ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ, საარჩევნოდ იყენებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებაში ჩართულები არიან საკრებულოს წევრებიც.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ივანიშვილის გუნდის არალეგალურ და უკანონო წინასაარჩევნო ოპერაციებზე საუბრობს. ბოკერიას განცხადებით, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კონსპირაციული შტაბი, სადაც პარტიის ლიდერები და ე.წ. ძველი ბიჭები იკრიბებიან ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის.

„დადასტურდა კიდევ ერთი ფაქტი, რაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ ეს არის უკვე დოკუმენტური დადასტურება, რომ მათ აქვთ არარეგისტრირებული შტაბი, რომ დოკუმენტებში, რომლებიც ჩვენ მოვიძიეთ აუდიტის სამსახურიდან, ეს შტაბი არ არის დაფიქსირებული და იქ როცა საუბრობენ, რომ ჩვენ აქ მეგობრები და ძმაკაცები ვიკრიბებითო ეგ არის კანონით განსაზღვრული „ძმაკაცები“ ბრჭყალებში რომ იკრიბებიან, შტაბს რომ ქირაობენ და იქ საარჩევნოდ რომ მუშაობენ, ამას ჰქვია საარჩევნო შტაბი. ეს უნდა იყოს რეგისტრირებული, ეს უნდა იყოს გატარებული როგორც შემოწირულობა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ღირს ფული. თუნდაც მეგობრის სახლი იყოს და მაშინ ეს არის  არამატერიალური შემოწირულობა, მაგრამ ეს ადასტურებს იმას, რაც ასევე საზოგადოებამ იცის, რომ მთლიანად საარჩევნო ოპერაციის უდიდესი ნაწილი ივანიშვილის გუნდს ყოველთვის აქვს, ანუ წილებს მიღმა, უკანონო, არალეგალური შავი ფულით,“- განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

2019-06-05
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გაეროში – ზალკალიანი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას

შემდეგი სტატია

თბილისელების ფეხებზე დაკიდების უფლებას არავის მივცემ

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილს კვერცხები ესროლეს

18 სექ 2017

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ

04 ოქტ 2017

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge