NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გაეროში – ზალკალიანი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გაეროში – ზალკალიანი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას

05 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 473 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მხარდამჭერი მორიგი რეზოლუცია გაეროში – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია 45-მა ქვეყანამ წარადგინა და უმრავლესობამ მას მხარი დაუჭირა.

დოკუმენტში დაგმობილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები. რეზოლუცია ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებს და მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

რეზოლუციის წარდგენისას გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა.

მიღებული რეზოლუცია თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ საქართველოს მხარდაჭერა ურყევია საერთაშორისო ასპარეზზე.

„პირველად ჩვენ გავხსენით ეს რეზოლუცია თანასპონსორობისთვის და საქართველოსთან ერთად, 44-მა წევრმა ქვეყანამ დაასპონსორა ეს რეზოლუცია. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან 45 წევრი ქვეყანა იძენს ამ რეზოლუციას, როგორც საკუთარს. ამით ამ რეზოლუციას ენიჭება დამატებითი მნიშვნელობა და წონა. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ რეზოლუცია თავისი შინაარსით უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც ხაზს უსვამს ისეთი ფუნდამენტური უფლების განხორციელებას საერთაშორისო სამართლის ისეთი პრინციპის, როგორიც არის იძლებით გადაადგილებულ პირთა უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში და ასევე, ჰქონდეთ წვდომა საკუთარ საკუთრებაზე, რაც მათ აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წელს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვმა 79 შეადგინა. მხოლოდ 15 იყო წინააღმდეგი, ხოლო 57-მა თავი შეიკავა. სომხეთმა, რომელიც მუდმივად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს თავი შეიკავა.

კომენტარები

2019-06-05
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსული სპეცსამსახურები და “სუკის” ყოფილი ოფიცრები საქართველოში – ქართველი კანონმდებლები ამერიკელი მკვლევარების ანგარიშს აფასებენ

შემდეგი სტატია

ხელისუფლების პანიკა და ზეწოლა კრიმინალური ავტორიტეტების გამოყენებით — ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის გააქტიურებაზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება

03 დეკ 2018
სოფელ ბირკიანში VIII საუკუნის ეკლესიის ტერიტორიას უნებართვოდ თხრიდნენ

სოფელ ბირკიანში VIII საუკუნის ეკლესიის ტერიტორიას უნებართვოდ თხრიდნენ

09 თებ 2018

„ჯაველინები სიგნალია, რომ რუსეთს საქართველოში შეჭრა ძვირი დაუჯდება“

19 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

  • მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

    მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

  • მართლები ვართ კანონთანაც და პოლიტიკურადაც

    მართლები ვართ კანონთანაც და პოლიტიკურადაც

  • ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც

    ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც

  • 2 000 000 ადამიანის არჩევანს წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ

    2 000 000 ადამიანის არჩევანს წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge