NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რუსული სპეცსამსახურები და “სუკის” ყოფილი ოფიცრები საქართველოში – ქართველი კანონმდებლები ამერიკელი მკვლევარების ანგარიშს აფასებენ

რუსული სპეცსამსახურები და “სუკის” ყოფილი ოფიცრები საქართველოში – ქართველი კანონმდებლები ამერიკელი მკვლევარების ანგარიშს აფასებენ

05 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 443 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბჭოთა “სუკის” ყოფილი ოფიცრები  და რუსეთის სპეცსამსახურების ერთგული თანამშრომლები, საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდნენ -ამერიკელი მკვლევარების საგანგაშო ანგარიშს ოპოზიცია მოსალოდნელს უწოდებს.

– ოპოზიციის განცხადებით, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ საგანგაშო კვლევის შედეგები, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამერიკელი მკვლევარების ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საბჭოთა “სუკის” ყოფილი ოფიცრები რუსეთის სპეცსამსახურების ერთგული თანამშრომლები, საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდნენ, პირდაპირ ასახავს ქვეყანაში შექმნილ რეალობას.

„ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე მრავალი წელია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხდება საქართველოს სპეცსამსახურების იმფლიტრაცია რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლების მიერ, ეს ჩვენთვის არ არის სიახლე, უბრალოდ ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას. ბუნებრივია, ვერ მოხდებოდა ხელისუფლების პირდაპირი ჩარევისა და ხელშეწყობის გარეშე. ეს თავისთავად ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს სვამს ივანიშვილის რეჟიმის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით,“-აცხადებს თინა ბოკუჩავამ.

რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობასა და რუსული ინტერესებისთვის წყლის დასხმაში ადანაშაულებს მმართველ გუნდს “ევროპული საქართველო.”

ოთარ კახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი, რაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააკეთა, რუსეთის ჯაშუშების ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლება იყო.

„სანაცვლოდ დაიწყეს ჩვენი კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნების დევნა, ვინც ამ პირების გასამართლებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად ეს ნაბიჯი მოსვლის დღიდანვე დაიწყო ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ასევე გვაქვს პირდაპირი მაგალითი ე.წ. პატრიოტთა ალიანსის, რომლის მოყვანაც უზრუნველყო პარლამენტში, ღია პარტნიორები არიან ხომ? გვახსოვს წინა არჩევნები, სადაც მათი ალიანსი პრაქტიკულად გაფორმდა,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ანგარიშის ეს ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი და ზუსტი ჩანაწერი, არ ვიცი რა ინფორმაციას ეყრდნობა, შესაბამისად ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სრულიად საპირისპირო ინფორმაცია გვაქვს. ჩვენ მუდმივად გვაქვს ჩვენს უსაფრთოხოების სამსახურებთან კომუნიკაცია,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

2019-06-05
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გაყალბებული მტკიცებულებები მოზარდების მკვლელობის საქმეში – ოპოზიცია კონკრეტული მაღალჩინოსნების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია გაეროში – ზალკალიანი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას

მსგავსი სტატიები

ხელშეკრულება “გაზპრომთან” – ოპოზიცია ეჭვობს, რომ კომპანია ხელისუფლების კაბალურ შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობს

ხელშეკრულება “გაზპრომთან” – ოპოზიცია ეჭვობს, რომ კომპანია ხელისუფლების კაბალურ შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობს

18 იან 2019
ეკა ბესელია: პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო

ეკა ბესელია: პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო

31 დეკ 2018
თეთრი მარტორქის ბოლო მამრი წარმომადგენელი დააძინეს

თეთრი მარტორქის ბოლო მამრი წარმომადგენელი დააძინეს

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018

უახლესი ამბები

  • დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

    დღევანდელმა ელიტამ აღიარა, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში

  • სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს!

    სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს!

  • სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები

    სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები

  • მე და ალეკო ელისაშვილმა ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად

    მე და ალეკო ელისაშვილმა ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად

  • ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

    ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

  • “სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

    “სვისტოკით” და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

  • შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი

    შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, თითქოს იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი

  • რაც დღეს პარლამენტთან ხდება იმის საპირისპიროა, რაზეც ყველა მხარე გუშინ შევთანხმდით

    რაც დღეს პარლამენტთან ხდება იმის საპირისპიროა, რაზეც ყველა მხარე გუშინ შევთანხმდით

  • “მათთვის დღევანდელი დღე ჯოჯოხეთია”

    “მათთვის დღევანდელი დღე ჯოჯოხეთია”

  • საქართველო ახალ ამერიკულ ვაქცინა NOVAVAX-ს მიიღებს

    საქართველო ახალ ამერიკულ ვაქცინა NOVAVAX-ს მიიღებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge