NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს ადამიანი, რომელიც არის ფაქტიურად ოლიგარქი – ეკა გიგაური Freedom house-ის მწვავე ანგარიშზე საუბრობს

არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს ადამიანი, რომელიც არის ფაქტიურად ოლიგარქი – ეკა გიგაური Freedom house-ის მწვავე ანგარიშზე საუბრობს

05 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 416 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მესამე სექტორი Freedom house-ის მწვავე ანგარიშს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია სწორედ ის პრობლემები, რომელიც სასამართლო სისტემის წარუმატებელმა რეფორმამ და ოლიგარქიულმამმართველობამ ქვეყანაში შექმნა.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები ერთის მხრივ აღიარებენ იმას, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი წინსვლა სხვადასხვა მიმართულებით მაგრამ ამავე დროს ისინი საუბრობენ  იმ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება სავალალო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რა თქმა უნდა წარუმატებელი რეფორმა სასამართლო სისტემაში იმიტომ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე შეუძლებელი არის რომ დემოკრატიის მაღალი ხარისხი იყოს ჩვენს ქვეყანაში და წინ წავიდეს ქვეყანა და მეორე, არის ის მმართველობის  ფორმა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ქვეყანაში. ეს არის არაფორმალური მმართველობა და ამ არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს  ადამიანი, რომელიც არის ფაქტიურად ოლიგარქი,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

Freedom house-ის რეიტინგში, საქართველო უკან იხევს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში ორი უმთავრესი გამოწვევა აქვს. პირველი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არ არჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს მხრიდან ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა. Freedom house მიუთითებს, მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რომლის მიხედვით 5 შესაძლო ქულიდან, საქართველომ მხოლოდ 2 დაიმსახურა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა. უკუსვლის მიზეზად, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მისი გავლენები სახელდება.

კომენტარები

TOP 2019-06-05
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ არ მოვაწერდით ჩვენებებს ხელს, შესაძლოა, ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ – მიხეილ კალანდიას ძმა

შემდეგი სტატია

“შეიძლება ხვალ თუ ზეგ, ისევ გახდეს სააკაშვილის ფაქტორი ჩვენს ქვეყნებს შორის პრობლემა“

მსგავსი სტატიები

სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელში მამაკაცი დაჭრეს

სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელში მამაკაცი დაჭრეს

სოსო ელისაშვილი 03 მარ 2018
პრეზიდენტი: რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის

პრეზიდენტი: რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018
ნიკა მელია: ნუ ვეძებთ პრობლემას იქ, სადაც არ არის

ნიკა მელია: ნუ ვეძებთ პრობლემას იქ, სადაც არ არის

ნინო ჩხეიძე 16 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge