NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»Volvo Cars და POC ველოსიპედისტებისთვის სპეციალურ ჩაფხუტს შექმნიან

Volvo Cars და POC ველოსიპედისტებისთვის სპეციალურ ჩაფხუტს შექმნიან

04 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 366 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Volvo Cars, ავტომობილების უსაფრთხოების მიმართულებით ლიდერი კომპანია, და სპორტული აქსესუარების მწარმოებელი შვედური ბრენდი POC, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ველოსიპედისტებისთვის სპეციალურ ჩაფხუტს ქმნიან, უსაფრთხოების ვოლვოსეული სტანდარტით და მაღალი გამძლეობით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ უსაფრთხოებას.

ავტომობილებსა და ველოსიპედებს შორის ინციდენტები ხშირად სრულდება ფატალურად, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Volvo Cars-მა, კომპანია POC-თან ერთად, უახლესი ტექნოლოგიური სისტემების დახმარებით მოახდინოს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.

Volvo-სა და POC-ის პროექტი მრავალი სპეციალურად შექმნილი იმიტირებული „ქრეშ ტესტისგან“ შედგება, რომლებიც ქ. გოთენბურგის ცნობილ უსაფრთხოების ცენტრში ტარდება. კვლევის მიზანია, დადგინდეს ველოსიპედისტების დაშავების სიმძიმე და ტიპები, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნას მეტად უსაფრთხო ჩაფხუტი.

ტესტირების განმავლობაში POC-ის ფირმის ჩაფხუტებით აღჭურვილნი არიან მანეკენები, რომლებიც განსხვავებული კუთხითა და სიჩქარით ეჯახებიან სტატიკურად მყოფ „ვოლვოს“ ავტომობილებს. ტესტირება ეფუძნება არსებულ სავალდებულო პროცედურებს, რომელსაც Volvo Cars ფეხით მოსიარულეთათვის იყენებს.

სტანდარტულად, ჩაფხუტების ამჟამინდელი სატესტო პროცედურები არის მარტივი, რაც ითვალისწინებს ჩაფხუტების გატესტვას მხოლოდ სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში სხვადასხვა გრადუსით დავარდნისას და არ ითვალისწინებს შეჯახების პროცესს. Volvo-სა და POC-ის პროექტი უზრუნველყოფს ტესტირების ახალ სტანდარტს, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო დაზიანებას. ასეთი ტიპის ტესტირების შედეგად POC-ის საშუალება ექნება, შექმნას უფრო მეტად უსაფრთხო და დაცული ჩაფხუტები.

„მსგავსი სახის ურთიერთთანამშრომლობა POC-თან ჩვენი სულისკვეთების კარგი მაგალითია. ჩვენ ხშირად ვატარებთ უსაფრთხოების შესახებ ტესტირებებს, რადგან ჩვენი მიზანია არა მარტო ვაკმაყოფილებდეთ საყოველთაო შედეგებს, არამედ გავცდეთ სავალდებულო მოთხოვნებს და შევქმნათ ყველასთვის უფრო მეტად უსაფრთხო გარემო“, – ამბობს მელინ ეკჰოლმი, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ლიდერი ინჟინერი.

„უსაფრთხოებაში, ინოვაციასა და დიზაინში მიღებულმა 60-ზე მეტმა საერთაშორისო ჯილდომ განაპირობა ჩვენი რეპუტაცია და ვალდებულება, რომ მომავალშიც გავაკეთოთ უფრო მეტი მსგავსი სახის პროექტი. ისევე როგორც Volvo Cars-ში უსაფრთხოება არის უპირველესი საზრუნავი და მისია, რომელიც წინ უძღვის ყოველ ახალ იდეასა და ინოვაციას, ასევე, კომპანია POC, ჩვენი ლაბორატორიის წამყვან ინჟინრებთან ერთად, ვართ ლიდერები უსაფრთხოების ახალი იდეების მხრივ. სასერტიფიკატო სტანდარტები აუცილებელია, თუმცა ამან არ უნდა შეზღუდოს ჩვენი სურვილი და სულისკვეთება, რომ ვიყოთ ყოველთვის მოწინავე და ვიფიქროთ ინოვაციურად“, – აღნიშნავს POC-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი ოსკარ ჰასი.

Volvo Cars, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ორიენტირებულია უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებზე, კომპანია მუდმივად მუშაობს საგზაო უსაფრთხოების ნორმების განვითარებაზე და ამ მიმართულებით მრავალ ინოვაციურ პროექტში მონაწილეობს.

ბოლო წლებში Volvo Cars-მა ფოკუსირება მოახდინა იმ ადამიანების დაცვაზე, რომლებიც არ სხედან ავტომობილში და არიან მის გარეთ. მაგალითისთვის, 2010 წელს Volvo Cars-მა შეიმუშავა ფეხით მოსიარულეთა ამომცნობი დეტექტორი და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა. კომპანია 2013 წლიდან ანალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს ველოსიპედისტების შემთხვევაშიც. დეტექტორი ავტომობილის კამერებისა და რადარების საშუალებით ამოიცნობს ობიექტს და ამის შესახებ აცნობებს მძღოლს, ხოლო გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თავადვე ახდენს შემთხვევაზე რეაგირებას და იყენებს ავტომატურ მუხრუჭს. ორივე ტექნოლოგია სტანდარტია „ვოლვოს“ ყოველი ავტომობილისთვის.

კომენტარები

2019-06-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2018 წლის ბიუჯეტი – შესრულების ანგარიშს დღეს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ

შემდეგი სტატია

თადუმაძე ისეთივე წარმატებული მოსამართლე იქნება, როგორიც გენერალური პროკურორია

მსგავსი სტატიები

ივანიშვილისთვის სამყარო იყოფა მასსა და სააკაშვილს შორის, ეს არის ორი ტიტანის ბრძოლა – დავით ზურაბიშვილი

16 ნოე 2018
ხელისუფლება დასავლეთს არწმუნებს, თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთთან – როცა ამგვარ გზავნილებს უშვებ დასავლეთში, ისინი შენს ნაცვლად მწვავედ არ დააყენებენ რუსეთის საკითხს

ხელისუფლება დასავლეთს არწმუნებს, თითქოს რაღაც დაალაგეს რუსეთთან – როცა ამგვარ გზავნილებს უშვებ დასავლეთში, ისინი შენს ნაცვლად მწვავედ არ დააყენებენ რუსეთის საკითხს

ირაკლი შალიკაშვილი 25 ოქტ 2019

ივანე მაჭავარიანი: სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

  • გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

    გია ხუხაშვილი: ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge