NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მოზარდების მკვლელობის საქმე – კაპანაძე შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

მოზარდების მკვლელობის საქმე – კაპანაძე შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

04 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 175 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს იყო ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსცა შარშან ,“ – ამ განცხადებით, ხორავას საქმის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე, მიხეილ კალანდიას დაკავებას გამოეხმაურა. საგანგებო ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ თქვა, რომ კომისია კალანდიას დაკავების საჭიროებაზე, ჯერ კიდევ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე საუბრობდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დგამდა ქმედით ნაბიჯებს.

„სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შსს ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ეს იყო მათ შორის ჩვენი შუალედური რეკომენდაცია,“ – აღნიშნა კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს სხვა რეკომენდაციებიც, რომელიც საგამოძიებო კომისიას ჰქონდა. მისი განცხადებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება და თუ საჭიროა, დადგეს შსს-სა და პროკურატურის იმ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მოზარდების მკვლელობის საქმე გააყალბეს. სერგი კაპანაძის თქმით, საგამოძიებო კომისიას ეს ადამიანები იდენტიფიცირებული ჰყავს – მათ შორის არიან მირზა სუბელიანი, ფიფია და ფხაკაძე.

„მე მაქვს იმედი, რომ ეს საქმე იქნება საბოლოოდ ბოლომდე მიყვანილი, გახსნილი და მართლმსაჯულება შედგება და ეს ადამიანი თუ ადამიანები, ვინც მონაწილეობა მიიღეს მკვლელობაში, ბოლომდე იქნებიან დასჯილები. იმისთვის, რომ ამ საქმეში სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციებიცმ რომელიც გამოსცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, იყოს შესრულებული, განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც მუშაობენ ჯერ კიდევ შსს-ს და პროკურატურის სისტემაში, რომლებმაც ეს საქმე გაამრუდეს და გააყალბეს თავის დროზე. იმიტომ, რომ ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა საქმის ძიება, თავის დროზე რომ მომხდარიყო ეს მძიმე, არასამართლებრივი ჩარევა ამ საქმის გამოძიების და მიმდინარეობის პროცესში.

“კონკრეტული პირები იყო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, მათ შორის ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მირზა სუბელიანი მონაწილეობდა, რომელმაც ბოლომდე თავისი როლით გააყალბა ეს საქმე. ასევე, კონკრეტული თანამშრომლები, დაწყებული ბატონი ფიფიათი, დასრულებული ბატონი ფხაკაძით, რომელიც ამ საქმის პროკურორი იყო, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ბოლომდე ხელს აფარებდა კალანდიას. ჩვენ გვაქვს 10-მდე ადამიანის სახელი და გვარი იდენტიფიცირებული. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ამ ადამიანების ქმედებებზე დაწყებულიყო გამოძიება, რათა დადგენილიყო, რა ტიპის დანაშაული ჩაიდინეს მათ, ეს იყო სამოხელეო დანაშაული თუ რომელიმე უფრო მძიმე დანაშაული,” – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

TOP 2019-06-04
ირაკლი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ტერასა ჯგუფმა“ ბათუმის პრემიუმ კლასის კომპლექსის შესახებ პრეზენტაცია გამართა

შემდეგი სტატია

„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას სერიოზულად არ აღვიქვამ, რადგან ისინი ჩემთვის პოლიტიკური პარტიები არიან” – წულუკიანი

მსგავსი სტატიები

შსს ადასტურებს, რომ მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა

შსს ადასტურებს, რომ მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა

21 აპრ 2018
დოიჩე ველეს სტატიაში გიორგი გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია”

დოიჩე ველეს სტატიაში გიორგი გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია”

ირაკლი 09 სექ 2019
კახი კალაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს

კახი კალაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს

18 ნოე 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს

  • “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

    “უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

  • საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

    საპროტესტო აქცია და კონტრაქცია შსს-თან

  • ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

    ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობაში უთანხმოებაზე – ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან

  • შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

    შეცდომა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა 2024 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, დროა, ჩვენვე გამოვასწოროთ

  • მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

    მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

  • დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

    დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას სწყურია

  • საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

    საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის პრინციპებს სჭირდება განვითარება, რომლის მთავარი ამოსავალი, მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და დარგზე ზრუნვა იქნება

  • სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

    სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

  • ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

    ნინო ლომჯარია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესის შეჩერებას მოითხოვს

მოგვიწონეთ!

თბილისი
3°
broken clouds
humidity: 69%
wind: 2m/s E
H 2 • L 1
6°
Fri
7°
Sat
8°
Sun
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge