NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა გადაიზრდება გამოძიებაში – მათიკაშვილი ხორავას საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს

დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოკვლევა გადაიზრდება გამოძიებაში – მათიკაშვილი ხორავას საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს

04 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 229 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეს ძალიან მძიმე ტრაგიკული შემთხვევა ერთგვარი ინდიკატორი გამოდგა იმისა, თუ რა პასუხისმგებლობით მოეკიდა ხელისულება ამ ძალიან მძიმე ფაქტს“ – ასე ეხმაურება დავით მათიკაშვილი ხორავას  ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ კალანდიას დაკავებას.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ თუკი საქმის გამოძიების მიმდინარეობის დროს მაღალჩინოსნების შესაძლო ჩართულობის საკითხი გამოიკვეთა და კითხვის ნიშნები გაჩნდა, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

„თუ კი რაიმე სახის კითხვის ნიშანი არსებობს, ყველა ასეთ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს შესაბამის გამოძიებას და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს მოკვლევა გადაიზრდება გამოძიებაში,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მიხეილ კალანდია მოზარდების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის ედება.

გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სამართალდამცველებმა დღეს დილით დიღმის ტრასაზე აიყვანეს. მის მიმართ კი ეჭვები და შეკითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის პირველივე დღესვე გაჩნდა. ეჭვები მოგვიანებით კიდევ უფრო გამყარდა, როცა კალანდიამ რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება.

თუმცა მის დასაკავებლად სამართალდამცველებს მაინც 18 თვე დასჭირდათ. ბოლო წვეთი სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სარალიძე მოკლეს ჯგუფურად, და ამ ჯგუფური დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილე ციხეში არ იჯდა.

კომენტარები

2019-06-04
ირაკლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

როცა სასამართლო დაასრულებს მერე ვიმსჯელოთ, რომელმა გამომძიებელმა შეუწყო გაჭიანურებას ხელი – ვოლსკი კალანდიას დაკავებაზე

შემდეგი სტატია

დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით – ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

მსგავსი სტატიები

გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბერს აქტიურობისკენ მოუწოდა

19 ოქტ 2017

წყნეთის ქუჩაზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული

24 იან 2018
„ანა სთხოვდა შეყვარებულს, რომ ეღიარებინა დანაშაული“

„ანა სთხოვდა შეყვარებულს, რომ ეღიარებინა დანაშაული“

სოსო ელისაშვილი 26 თებ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge