NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბახტაძის საიდუმლო ვიზიტი ბრიუსელში – პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრას ცდილობს

ბახტაძის საიდუმლო ვიზიტი ბრიუსელში – პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრას ცდილობს

04 ივნ 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 771 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გასაიდუმლოებული შეხვედრა ბრიუსელში – საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმყოფება. ​ექსკლუზიური კადრები “კურიერმა” გადაიღო.

მამუკა ბახტაძე ბრიუსელში საიდუმლოდ ჩავიდა. იქ ასევე იმყოფება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.

„კურიერის“ კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძე ადგილზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადასაღებად და მის ჩასაწერად მივიდა. თუმცა კორტეჟის გადაღების დროს აღმოჩნდა, რომ ის არა ზელენსკის, არამედ საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა.

არის თუ არა ზელენსკის და ბახტაძის შეხვედრა დაგეგმილი, რომელზეც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილონ უცნობია.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ამტკიცებს, რომ მამუკა ბახტაძე აღნიშნულ სასტუმროში შემთხვევით მოხვდა ზელენსკისთან ერთად და პრემიერს წინასწარი დაგეგმილი შეხვედრა არ აქვს.

„პრემიერი ჩამოვიდა, ჩამოვიდა იმიტომ, რომ ის მოწვეულია ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში. სასტუმროში არ იქნება მიღება, მიღება იქნება თავის ადგილას. არ არის ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილი. 4 ივნისია დრეს, ამერიკის ელჩი აწყობს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას როგორც წესი იმართება 4 ივლისს. მაგრამ ამ შემთხვევაში იმართება 4 ივნისს. ბევრი სტუმარი ჰყავს დაპატიჟებული, მათშორის იყო მამუკა ბახტაძეც რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ბოლო წუთას. იმიტომ რომ როგორც იცით მიემგზავრება მერე ამერიკაში. ამიტომ ბრიუსელით ვიწყებთ,“-განაცხადა ნატალია საბანაძემ.

კომენტარები

2019-06-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ივანიშვილის მთელი გუნდის” – ბოკერია ხორავას ქუჩის საქმეზე

შემდეგი სტატია

როცა სასამართლო დაასრულებს მერე ვიმსჯელოთ, რომელმა გამომძიებელმა შეუწყო გაჭიანურებას ხელი – ვოლსკი კალანდიას დაკავებაზე

მსგავსი სტატიები

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა

სოსო ელისაშვილი 19 ოქტ 2018
გია ხუხაშვილი – ივანიშვილი დილემის წინაშე დგას: დაუჯეროს ე.წ. ძველ გვარდიას, ვისი ვალიც გაუჩნდა, თუ დაუჯეროს თინეიჯერებს და მევალეები გადააგდოს

გია ხუხაშვილი – ივანიშვილი დილემის წინაშე დგას: დაუჯეროს ე.წ. ძველ გვარდიას, ვისი ვალიც გაუჩნდა, თუ დაუჯეროს თინეიჯერებს და მევალეები გადააგდოს

08 იან 2019
„მამაშენს ელაპარაკე ეგრე“- ხმაური საკრებულოს სხდომაზე

„მამაშენს ელაპარაკე ეგრე“- ხმაური საკრებულოს სხდომაზე

29 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნასტასი კინსკი იუბილარია

    ნასტასი კინსკი იუბილარია

  • დმანისთან მიწისძვრა მოხდა

    დმანისთან მიწისძვრა მოხდა

  • თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

    თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

  • ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

    ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

  • “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

    “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge