NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„ტერასა ჯგუფმა“ ბათუმის პრემიუმ კლასის კომპლექსის შესახებ პრეზენტაცია გამართა

„ტერასა ჯგუფმა“ ბათუმის პრემიუმ კლასის კომპლექსის შესახებ პრეზენტაცია გამართა

04 ივნ 2019 ბიზნესი 743 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მაღალი კლასის აპარტამენტები, საცურაო აუზი, სპორტდარბაზი, კაფე – ეს იმ ობიექტებისა და სერვისების არასრული ჩამონათვალია, რასაც „ტერასა ბათუმი“ ერთ კომპლექსში მოუყრის თავს.

კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყო და  ზღვისპირა ქალაქ ბათუმში 2021 წლის აგვისტოში დასრულდება.

რითი იქნება „ტერასა ბათუმი“ გამორჩეული და კონკრეტულად, რას შესთავაზებს მომხმარებლებს, ამის შესახებ  კომპანიამ პრეზენტაცია გამართა.

ბათუმში გამართულ პრეზენტაციაზე „ტერასა ჯგუფმა“ სხვადასხვა კომპანიისა და მედიის წარმომადგენლებს და პარტნიორებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ტერასა ბათუმი“ 29 სართულიანი კომპლექსია და ჯამში, 525 აპარტამენტს მოიცავს. მისი ნაწილი სასტუმროს ტიპის იქნება, ნაწილი კი სხვადასხვა ობიექტს მოიცავს. სასტუმრო „კასტელო მარეში“ გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც ანი გიუნტერი უძღვებოდა, პროექტის კონცეფციისა და მისი ინვესტიციის შესახებ გახდა ცნობილი.

„ტერასა ბათუმი“ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილს შეიტანს. როგორც „ტერასა ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა თამარ გაფრინდაშვილმა აღნიშნა, „ტერასა ბათუმი“ ინვესტორებს მისცემს საშუალებას, პრემიუმ-ხარისხი ზედმეტი დანახარჯების გარეშე მიიღონ.

„ტერასა ბათუმი“  არის პრემიუმ კლასის კომპლექსი, რომელიც საცხოვრებელი ზონასთან ერთად, აერთიანებს კომერციულ ფართებს, საცურაო აუზს, კაფე-რესტორანს, სპორტდარბაზს, კონსიერჟის მომსახურებას… ეს ყველაფერი კი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

პროექტი ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტორებს დამატებითი ინვესტიციისთვის ზრუნვა არ მოუწევთ.

ბათუმში დეველოპერული ბაზარი კიდევ უფრო ვითარდება, რაც ტურიზმის სწრაფად ზრდის შედეგია. შესაბამისად, დღეს გვაქვს ასეთი სურათი: არის საშუალო, მაღალი და დაბალი კლასის მშენებლობები და მათ შორის საფასო სეგმენტები ძალიან განსხვავებულია. ჩვენი პროექტი ინვესტორებისთვის იქნება ერთგვარი საშუალება, რომ მიიღონ პრემიუმ კლასი გონივრული ინვესტიციის ხარჯზე, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განმარტა თამარ გაფრინდაშვილმა.

პროექტს დადებითად აფასებენ „ტერასა ჯგუფის“ პარტნიორებიც. ერთ-ერთი პარტნიორის, მამუკა ლომიტაშვილის შეფასებით,  ბათუმის პროექტი თავისი ხარისხით იქნება გამორჩეული.

„როგორც „ტერასა ჯგუფის“ ყველა პროექტი,  „ტერასა ბათუმი“ გამორჩეული იქნება, რადგან მისი მენეჯმენტი, მისი თანამშრომლები  ზრუნავენ ხარისხზე და მათ ამის დადება შეუძლიათ. ეს  ინვესტიცია ტურისტებსაც მოიზიდავს“, – აღნიშნა მან.

საღამოზე „ტერასა ბათუმის“ პროექტის გაცნობასთან ერთად, სტუმრებს პრიზების მოგების საშუალებაც მიეცათ. ანი გიუნტერისა და მუსიკალური ბენდის მიერ შექმნილი მხიარული განწყობის ფონზე, ბევრმა სტუმარმა მოსაპირკეთებელი მასალები, კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები, ფასდაკლების ბარათები და სხვა საჩუქრები მოიგო.

საღამოს წამყვანი  ანი გიუნტერი აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან სასიამოვნოა ახალი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციის სტუმრებს თავად რომ მიაწოდა.

„ეს არის პრემიუმკლასის სამშენებლო კომპლექსი, რაც ამ ულამაზესი ზღვისპირა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას კიდევ უფრო ხელს შეუწყობს. მე მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე სტუმრებს, ვიყავი წამყვანი და სურპრიზებითა საჩუქრებით სავსე საღამო ჩავატარეთ“, – აღნიშნა მან.

პრეზენტაციაზე უსაჩუქროდ არცერთი სტუმარი არ დარჩენილა. „ტერასა ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, ყველა მათგანს გადაეცა 13%-იანი ფასდაკლების ბარათი. ეს იმას ნიშნავს, რომ „ტერასა ბათუმში“ აპარტამენტის შეძენისას სრულ ღირებულებას 13% დააკლდება.

„ტერასაჯგუფი“  2015 წელს დაარსდა, 2017 წლის რებრენდინგის შედეგად კი სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე თავი დაიმკვიდრა „ტერასა ჯგუფის“ სახელით.

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რომლებიც ქმნიან ხარისხიან პროდუქტს და ფეხდაფეხ მისდევენ თანამედროვე არქიტექტურისა და მშენებლობის ტენდენციებს.
„ტერასა ჯგუფი” ბაზარზე შემოვიდა სრულიად ინოვატორული ხედვით, რაც მოიცავს არა მხოლოდ ხარიასხიან მშენებლობასა და პროექტირებას, არამედ მის აქტიურ ჩართულობას ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებაში.

კომპანიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომლითაც ყველა მის არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა დამატებით გამწვანების ზონას.
ეს არის ევროპაში უკვე კარგად აპრობირებული და დანერგილი მწვანე არქიტექტურის ტენდენცია, რომელიც იძლევა საშუალებას შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა.
მწვანე სახურავი, მრავალფეროვანი მცენარეებით და გამწვანების შერწყმა არქიტექტურაში მობინადრეებისთვის მრავალ ბენეფიტთან არისდაკავშირებული.

გასული 2 წლის მანძილზე „ტერასა ჯგუფმა“ თბილისში 5 მშენებლობა დაასრულა, ექვსს კი ამ დროისთვის ახორციელებს. მიმდინარე წელს, კომპანიამ გადაწყვიტა, ინვესტიცია ტურისტულ ქალაქ ბათუმშიც განახორციელოს და პრემიუმ კლასის აპარტამენტები ააშენოს.

 

კომენტარები

TOP 2019-06-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ედება

შემდეგი სტატია

მოზარდების მკვლელობის საქმე – კაპანაძე შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

საყოველთაო Secret Santa 2018 დაიწყო!

04 დეკ 2017
ლარი დოლართან თითქმის სამი თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – ხუთით

ლარი დოლართან თითქმის სამი თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – ხუთით

14 ნოე 2017

თეგეტას ფილიალები დამატებით კვირა დღეს იმუშავებენ

16 ნოე 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

  • რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

    რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა

  • ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

    ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გასაყარზე, ან დავიბრუნებთ თავისუფალ არჩევნებს, ან მართლა გადავეშვებით ჭაობში

  • ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

    ძალიან დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ე.წ. ამერიკულ და „გერმანულ მოდელებს“ შორის – ვინ გაიმარჯვებს, არ ვიცი

  • ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

    ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს – ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

  • ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

    ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

  • თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ

    თუ მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას შეუწყვეტს, ანაკლიის პორტის პროექტზე საარბიტრაჟო დავას დაიწყებენ

  • უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

    უმრავლესობა მყარად დგას, არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ

  • პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

    პროპორციული არჩევნები იყო ქვეყნის დამშვიდების ინსტრუმენტი და „ოცნების“ ხელში ის გათიშულობის, დაპირისპირების დიდი იარაღი აღმოჩნდა

  • იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ

    იქნება ქუთაისში ძალადობა მათი მხრიდან? ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს დავუპირისპირებთ

მოგვიწონეთ!

თბილისი
0°
clear sky
humidity: 75%
wind: 2m/s NNE
H 1 • L -1
8°
Sun
11°
Mon
9°
Tue
Weather from OpenWeatherMap
Copyright 2019, News.ge
Create by News.ge