„ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უკანონოდ მიღებული, იქნება შეცვლილი,“ – ეს განცხადება, პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადებს.
პროკურორი განმარტავს, თუ რატომ თვლის, რომ საქალაქო სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოაცხადა. მისი თქმით, სასამართლომ არ იმსჯელა კონკრეტულ მტკიცებულებებთან მიმართებით, რომელიც გ.ბ.-ს დანაშაულზე მიუთითებდა.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე გამოაცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, უკანონოდ მიღებული, იქნება შეცვლილი. თბილისის სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს ბრალდების მხარის საჩივარს და წარმოდგენილ მტკიცებულებებს და კანონს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია იქნება გათვალისწინებული კერძოდ, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება გბ-ს მიერ დავით სარალიძის მკვლელობას, როგორც მოგეხსენებათ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში ის დამნაშავედ იქნა ცნობილი. დანარჩენ შემთხვევებში მიგვაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დატოვებული უცვლელად,“ – განაცხადა პროკურორმა.
კომენტარები