NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“შალვა თადუმაძეს არაჩვეულებრივი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება აქვს”

“შალვა თადუმაძეს არაჩვეულებრივი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება აქვს”

03 ივნ 2019 საზოგადოება 1413 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შალვა თადუმაძე აქვს შესანიშნავი რეპუტაცია და ძალიან დიდი გამოცდილება როგორც იურისტს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიისა და ამ სიაში გენერალური პროკურორის მოხვედრის შეფასებისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თადუმაძე 144-კაციან სიაშია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მისი წარდგენა მოსამართლის პოზიციაზე.

„შალვა თადუმაძის გადასაწყვეტი იყო მიიღებდა თუ არა მონაწილეობას შერჩევის პროცედურაში. მას არაჩვეულებრივი რეპუტაცია აქვს. წლების მანძილზე ის იყო ძალიან გამოცდილი ადვოკატი და ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. შემდეგ წლების მანძილზე ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა მთავრობაში და მას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია, ძალიან დიდი გამოცდილება. თუმცა ბუნებრივია, მე ვერ დავასწრებ მოვლენებს, ეს არის პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტი მოხდება თუ არა მისი წარდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე და ამის შემდეგ დაიწყებს პარლამენტი მსჯელობას“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს ინარჩუნებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ თადუმაძის გარდა არაერთი ადამიანია სიაში, რომელიც საჯარო თანამდებობას იკავებს.

„აქ არ დგას ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შერჩევაში მონაწილეობა, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც არიან დღეს სხვადასხვა საჯარო თანამდებობებზე არიან. ეს გადაწყვეტილება მიიღო შალვა თადუმაძემ, ისევე როგორც უამრავმა სხვა პირმა, რომელიც წარმოდგენილია საჯარო სამსახურში სხვადასხვა ფორმით, მათ შორის არაერთი მოსამართლეა მონაწილე ამ შერჩევის. თეორიულად იქაც შეიძლება საუბარი ინტერესთა კონფლიქტზე, თუმცა რეალურად ამას მყარი საფუძველი არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს შერჩევაში და ეს არის მთავარი მიღწევა, რომელიც ასახულია კანონში. მთავარია ახლა რომ მეორე ეტაპზე სწორად წარიმართოს პროცესი, სწორად მოხდეს ამ 144 -კაციანი სიის დაყვანა 50-კაცამდე და შემდეგ 50-კაციანი სიის დაყვანა 20 კაცამდე. ამის შემდეგ უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. ზუსტად ამას უზრუნველყოფს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ. როგორც ხედავთ, განსაკუთრებული კრიტიკა, იმ ადამიანების მხრიდანაც კი ვერ მოჰყვა ამ 144 კაციან სიას, რომლებიც ზოგადად გამოირჩევიან ყველაფერთან დაკავშირებით კრიტიკით. ამან უკვე გამოაჩინა, რომ პირველ ეტაპზე ძალიან კარგი პრეცედენტი შეიქმნა ამ პროცედურაში და ასე უნდა გაგრძელდეს ყოველი შემდეგი ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა144-კაციან სიაში არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და სხვა პირები. კერძოდ, სიაში არიან: თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, ილონა თოდუა, გიორგი კონდახიშვილი, თამარ ლალიაშვილი, დავით მამისეიშვილი, ლაშა ქოჩიაშვილი, დავით ღიბრაძე, მერაბ ჯორბენაძე, პაატა სილაგაძე, ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე და სხვები.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე მოსამართლე შალვა თადუმაძე 2019-06-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე მოსამართლე შალვა თადუმაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ოცნების” დეპუტატის სკანდალი – ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს მანდატის დატოვება გადაიფიქრა

შემდეგი სტატია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ არ ცნო

მსგავსი სტატიები

მიხეილ და ელის-მარია სააკაშვილების ცეკვა (ვიდეო)

მიხეილ და ელის-მარია სააკაშვილების ცეკვა (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 02 ივნ 2022
ეკარდ ასმანი: ბოლო 20 წლის პერიოდში არ მახსოვს ასეთი ინციდენტი

ეკარდ ასმანი: ბოლო 20 წლის პერიოდში არ მახსოვს ასეთი ინციდენტი

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018
საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 05 სექ 2020

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge