NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვიხილეთ უპრეცენდენტო ზეწოლა და კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა

წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვიხილეთ უპრეცენდენტო ზეწოლა და კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა

31 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1125 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევის ფარგლებში ცესკო-ში, რაც შეეხებოდა კამპანიას, მხოლოდ და მხოლოდ 2 განცხადებაა,“ – ეს განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პარლამენტში გააკეთა.

თამარ ჟვანიას დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ აინტერესებს, რა რეაგირებას ახდენს ცესკო საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე.

თამარ ჟვანიას თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევის ფარგლებში ცესკოში შევიდა 2 საჩივარი.

„2019 წლის 19 მაისის  რიგგარეშე და შუალედური არჩევნების პერიოდში, რომელიც გაიმართა 12 საარჩევნო ოლქში, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევის ფარგლებში ცესკო-ში, რაც შეეხებოდა კამპანიას, მხოლოდ და მხოლოდ 2 განცხადება, საჩივარი და დარღვევის შესახებ განცხადება არის შემოსული. ერთი მოგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ჩვენ მოგვმართა აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, რომ არ გააჩნიათ საარჩევნო კომისიის წევრებს, ეს ალბათ მოგეხსენებათ და სწორედ აღნიშნული განაწესის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოგვმართა 16 აპრილს სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადებით, რომელშიც მიუთითებდა, ეს ეხებოდა მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, პირადი სოციალური ქსელის მეშვეობით გაწეულ შესაძლო წინასაარჩევნო აგიტაციას და საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საერთოდ არ იყო იქ სამართალდარღვევა.

„რაც შეეხება მეორე განცხადებას… 17 მაისს, მოქალაქე მარიამ მელქაძემ მოგვმართა განცხადებით, ანალოგიურად, ესეც ეხებოდა მთაწმინდის ოლქის სამოქმედო ტერიტორიას, ნომერ პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, პარლამენტის წევრობის ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის მიერ ზემოთხსენებული წესების სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლის შედეგად აქაც არ დადგინდა სამართალდარღვევა, ვინაიდან, მთლიანობაში, შეიძლება ცხადად ითქვას, რომ არც პროგრამა და არც სააგიტაციო ბეჭდვითი მასალა არ შეიცავდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ამას გარდა, თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ცესკო-ში 156 განცხადება/საჩივარი.

„კამპანიასთან დაკავშირებით ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში, დამატებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზემოთხსენებული კონკრეტული განცხადებების, პრეტენზიების, საჩივრების და ინფორმაციის გარდა, მთლიანობაში, როგორც ცესკო-ში, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში, სულ შემოსული გახლდათ 156 განცხადება/საჩივარი, წინასაარჩევნო პერიოდს ვგულისხმობ და არა მხოლოდ საკამპანიო განცხდება/საჩივრებს,“ – განაცხადა ჟვანიამ.

თამარ ჟვანიამ ასევე, აღნიშნა, რომ უპრეცენდენტო ზეწოლა მიმდინარეობდა კომისიების საქმიანობაზე.

„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვიხილეთ უპრეცენდენტო ზეწოლა და კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ამ საკითხებზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა, როდესაც კომისიის საქმიანობას ეშლებოდა ხელი და მის საქმიანობაში ხდებოდა უხეში ჩარევა,“ – განაცხადა ჟვანიამ.

კომენტარები

2019-05-31
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნუთუ ვერ აღმოაჩინეთ კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი, როცა ეს მასობრივად ხდებოდა ზუგდიდში – ნაყოფია ჟვანიას მიმართავს

შემდეგი სტატია

თბილისში კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

მსგავსი სტატიები

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე ყველა ცვლილება კოსმეტიკური იქნება

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე ყველა ცვლილება კოსმეტიკური იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 05 თებ 2021
რომან გოცირიძე ილია დარჩიაშვილს: რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, რომლის საფუძველზეც უდანაშაულო ხალხი დააპატიმრეთ?

რომან გოცირიძე ილია დარჩიაშვილს: რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, რომლის საფუძველზეც უდანაშაულო ხალხი დააპატიმრეთ?

ნინო ჩხეიძე 20 ოქტ 2022
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება

26 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge