NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თავზე გვახევენ კანონს” – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

თავზე გვახევენ კანონს” – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

28 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 663 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხმაური საკანონმდებლო ორგანოში – დარგობრივი ეკონიმიკის კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივის განხილვა, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საკითხს, რომელსაც დეპუტატები დაჩქარებული წესით იხილავდნენ, ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

საქმე ეხება სივრცითი მოწყობის კოდექსს, რომელიც 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს, თუმცა დედაქალაქის მერიამ სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ვადის გადაწევა ერთი წლითა და 3 თვით მოითხოვა.

მერიის წარმომადგენლები ამის მიზეზად დედაქალაქის ახალი გენგეგმის ამ კოდექსთან შეუსაბამობას ასახელებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დეპუტატებს მიღებული კანონი „თავზე გადაახიეს“.

„თავზე გვახევენ ამ კანონს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად თქვენი დამსახურებაა, რომ მივიღეთ,“-მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს.

გოგიჩაიშვილის თქმით, ფასი აღარ აქვს არც პარლამენტს და არც კომიტეტს. დეპუტატი ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირები ინსტიტუციებს საკუთარი სურვილისამებრ ათამაშებენ.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ მერია ამ გადაწყვეტილებით ცდილობს, სამშენებლო ნებართვების ქაოტურად გაცემა გააგრძელოს.

„კალაძის და მის უკან მდგომი კერძო სამშენებელო კომპანიების კორუფციული ინტერესების გამო დღეს შემოდის კანონი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სივრცითი მოწყობის გარკვეული ნორმები გადავადდეს კიდევ წელიწადით და სამი თვით და გვეუბნებიან რომ მერიამ ვერ მოასწრო ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანა კანონთან. ანუ გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა, დღეს კალაძის მერიაში არსებული ქაოსი გაგრძელდეს კიდევ 1 წელი და სამი თვით იმისთვის, რომ ფული ვაკეთოთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები

2019-05-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას – ოპოზიცია გარეჯში არსებულ ვითარებაზე

შემდეგი სტატია

ტაქსისტებს ამ მავნე რეგულაციებით კალაძე ართმევს სამუშაო ადგილს” – ტაქსის მძღოლების აქცია აგრარულ ბაზართან

მსგავსი სტატიები

მომღერალს, რომელმაც რესტორანში სამი ადამიანი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მომღერალს, რომელმაც რესტორანში სამი ადამიანი დაჭრა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

20 იან 2018
გახარია იყო „კრიზისმეიკერი“ და არა „კრიზისმენეჯერი“, მას ეკლესიისგან მხარდაჭერა არ ექნება, როცა პრემიერი იყო, რაღაც ეტაპზე გავჩერდი, რადგან სახელმწიფო ჩამოიშლებოდა

გახარია იყო „კრიზისმეიკერი“ და არა „კრიზისმენეჯერი“, მას ეკლესიისგან მხარდაჭერა არ ექნება, როცა პრემიერი იყო, რაღაც ეტაპზე გავჩერდი, რადგან სახელმწიფო ჩამოიშლებოდა

ირაკლი შალიკაშვილი 01 ივნ 2021
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალკაშვილის სახლში ექსპერტები მუშაობენ

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალკაშვილის სახლში ექსპერტები მუშაობენ

03 იან 2018

უახლესი ამბები

  • მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

    მღვდელმსახურმა საკუთარი დაბადების დღის სუფრა ტაძარში გაშალა (ვიდეო)

  • სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

    სერგეი შოიგუ: რუსეთი ანელებს “ოპერაციის” ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით

  • ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

    ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალური მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა

  • ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

    ირაკლი კობახიძე: არის გამონათქვამი: ყველა საკუთარი გარყვნილების შესაბამისად აზროვნებს

  • თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

    თაკო ჩარკვიანი: რა თქმა უნდა გამოვეხმაურები ირაკლი კობახიძის შემზარავ განცხადებას … (ვიდეო)

  • “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

    “არ განვიხილავ რუსეთის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას, გარდა პრეზიდენტისა”

  • ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

    ფრიდონ ინჯია: სურვილი აქვთ შექმნან მსოფლიოს ხელისუფლება, გამოხშირონ მოსახლეობა, დატოვონ ელიტა, გენური ინჟინერიით … (ვიდეო)

  • ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია…  #გადაარჩინემიშა

    ლევან ფერაძე: მივმართავ ყველა პატრიოტს, მიშას მდგომარეობა უმძიმესია… #გადაარჩინემიშა

  • სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

    სომხეთში დემონსტრანტებმა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ

  • „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

    „რუსი დედები შვილების დაღუპვას უკრაინაში პუტინს 5 მილიონ რუბლად პატიობენ“ (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge