გამრუდებული სარკეების ქვეყანაში ვცხოვრობთ,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გარეჯშიარსებულ ვითარებას და იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ამ საკითხზე ოპოზიციის მხრიდან კეთდება.
გია ვოლსკის შეფასებით, ერთი მხარე ყველას დაძაბულობისკენ, მეორე მხარე კი მათ გონიერების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის აზრით, ორივე მხარე რეალურად აგრესიას განაპირობებს.
„საოცრება ხდება ჩვენ თვალწინ. ასეთი გამრუდებული სარკეების ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვითომ იცავენ აზერბაიჯანთან კეთილი ურთიერთობების პრინციპებს. ერთი მხარე მოგვიწოდებს დაძაბულობისკენ, მეორე მხარე, ვითომ, იმ პირველ მხარეს მოუწოდებს გონიერების შენარჩუნებისკენ, ამავე დროს ერთიც და მეორეც საზოგადოებაში განაპირობებს გაურკვევლობას და განაპირობებს გარკვეულ აგრესიას,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები