NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ცალსახაა და აუცილებელია, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს საზღვარი” – პრეზიდენტის პრესსპიკერი დავით გარეჯში არსებულ ვითარებას ეხმაურება

“ცალსახაა და აუცილებელია, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს საზღვარი” – პრეზიდენტის პრესსპიკერი დავით გარეჯში არსებულ ვითარებას ეხმაურება

28 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 423 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დავით გარეჯში არსებულ ვითარებას, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეხმაურება. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები საზღვრის დემარკაცია დელიმიტაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეს შორის განახლდა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა მოჰყვა, პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართით პოლიტიკური მიზეზებით არის განპირობებული.

კითხვას – იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტი იმ მოვლენებზე, რაც ახლა დავით გარეჯში ვითარდება და უკავშირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მის საჯარო განცხადებებს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა თავი აარიდა. მისი თქმით, ცალსახაა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დადგენა აუცილებელია.

“საზღვარი უნდა არსებობდეს ორ ქვეყანას შორის. პატრიარქმა გააკეთა გუშინ განცხადება, ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, მათ შორის სასულიერო პირების განცხადებებს შორის. ასევე ოპოზიციურ ლიდერებს შორისაც კეთდება განცხადებები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ამბობენ რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი. შესაბამისად როცა სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ აქედან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ეს აქტივობებიც, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, მაგრამ მეორეს მხრივ ცალსახაა და აუცილებელია, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს საზღვარი,”-განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

20 აპრილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტიდან მალევე, აზერბაიჯანულმა მხარემ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა.

კომენტარები

2019-05-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით” – ინაშვილი მმართველ გუნდს და ოპოზიციას

შემდეგი სტატია

ახალგამოჩეკილ ოპოზიციონერებს ვურჩევ, დაიბარონ ივანიშვილი და მოყვეს, რა კორუმპირებული ინტერესები აქვს აზერბაიჯანთან

მსგავსი სტატიები

წერეთელი: ეუთო-ში ლავროვთან შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე

08 დეკ 2017
ტრამპმა ტილერსონი გადააყენა

ტრამპმა ტილერსონი გადააყენა

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018
ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

01 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge