ოპოზიცია პარლამენტს იუსტიციის საბჭოში დამტკიცებული სამი არამოსამართლე წევრის უკან გამოწვევას სთხოვს. საკითხს „ევროპული საქართველო“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში დააყენებს. განხილვა კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.
საქმე ეხება ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს. ამ სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას „ევროპული საქართველო“ ითხოვს და მიზეზად მათ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრობას ასახელებს.
„გამართლებული და აუცილებელიც არის შალვა შავგულიძის ინიციატივა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საქართველოს პარლამენტმა გამოიწვიოს უკან საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისათვის, ცხადია, იმ ყოვლად აღმაშფოთებელ ამბავს, რაც მდგომარეობდა ამ ყველანაირი რეპუტაცია შელახული, დისკრედიტირებული მოსამართლეების“ წარდგენაში უნდა მოჰყვეს შედეგები და ამან ასე არ უნდა ჩაიაროს,“-ამბობს გიორგი კანდელაკი.
ოპოზიციის არგუმენტების მოსასმენად მზად არის საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ისინი ვერ ხედავენ არამოსამართლე წევრების უკან გამოწვევის აუცილებლობას.
დავით მათიკაშვილის თქმით, ის ელის, რომ ოპოზიცია დაასაბუთებს მოთხოვნას და ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
კომენტარები