NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და 12 მილიონს სესხულობს – ხმაურიანი სხდომა საკრებულოში

თბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და 12 მილიონს სესხულობს – ხმაურიანი სხდომა საკრებულოში

24 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1344 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მერია ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და დამატებით 200 ათას ლარს რიცხავს ბიუჯეტიდან. ხელფასები ეზრდებათ ურბანული სამსახურის თანამშრომლებს, გარდა ამისა ამ სამსახურში ემატებათ ახალი თანამშრომლებიც.

საკითხის განხილვას საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ხმაური და კამათი მოჰყვა.

ოპოზიცია ურბანული სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებას და ახალი კადრების დამატებას აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერია ზრდის ურბანულ სამსახურში შტატებს, მაგრამ ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდაზე არ ზრუნავს.

ხაბეიშვილს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი დაუპირისპირდა. დავითულიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ურბანული სამსახურის თანამშრომლების ხელფასის გაზრდისთვის არის საკმარისი თანხა.

„ვრიგდებით, რომ ბაღების პედაგოგებს ანაზღაურება აუცილებლად უნდა გაიზარდოს, უბრალოდ ურბანულის თანხა გაგვაჩნია და ბაღების პედაგოგების თანხის გაზრდას დაახლოებით 15 მილიონი მაინც გვიწევს და არ გაგვაჩნია,“-განაცხადა დავითულიანმა.

ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ ვერასოდეს გაიზრდება პედაგოგების ხელფასი, თუ ურბანულ სამსახურში შტატები ყოველჯერზე მოიმატებს.

საკრებულოს სხდომაზე დებატები გაიმართა მერიის გადაწყვეტილებაზეც, რომლიც კომერციული ბანკებისგან 12 მილიონიანი ვალის აღებას უკავშირდება. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნასესხები 12 მილიონიდან სოციალურ პროექტებს არცერთი ლარი არ მოხმარდება.

„მაცადეთ ძალიან გთხოვთ, კარგი გამოსვლა იყო, რომ ბიუჯეტი იზრდება და თბილისელებს უკეთესი პირობები ექნებათ ეს პათოსი კარგი იყო მომეწონა. ეს სესხს რომ ვიღებთ დამატებით 65 მილიონი რომ გვაქვს და დამატებით კიდევ 12 მილიონს, თან ანგარიშზე რომ გვიდევს ტყუილად და მომსახურებაშიც არაფერს რომ არ ვიხდით ესეც კარგი იყო,“-ამბობს ხაბეიშვილი.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის საპასუხოდ ამბობს, რომ მას ტყუილი არ უთქვამს, როცა სოციალური პროექტების შესახებ საუბრობდა.

კომენტარები

2019-05-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

როგორც ჩანს, მოსმენა არის ძალიან აქტუალური, როგორც ლეგალური ასევე ეჭვი მაქვს არალეგალურიც – მესამე სექტორი IDFI-ის კვლევაზე

შემდეგი სტატია

მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, იუსტიციის საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს

მსგავსი სტატიები

„ვინმეს არ შეეშალოს გრეჩიხას კარვებში დღევანდელი ვითარება“

„ვინმეს არ შეეშალოს გრეჩიხას კარვებში დღევანდელი ვითარება“

11 ივნ 2018
აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

ირაკლი შალიკაშვილი 02 მარ 2021
საქართველოში ჩინური ვაქცინა კვირის ბოლოს შემოვა

საქართველოში ჩინური ვაქცინა კვირის ბოლოს შემოვა

ირაკლი შალიკაშვილი 30 მარ 2021

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge