ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 4 მილიონ 640 ათას 936 ლარი დაუჯდება. თანხა წინა წლებთან შედარებით ორჯერ გაზრდილია. აქედან გამარტივებულ შესყიდვებში თითქმის მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.
დეტალები ფლანგვის დეტექტორმა დაადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 350 ათასი ლარის გამარტივებულ შესყიდვებს განახორციელებს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო – თითქმის 400 ათასი ლარისას, თავდაცვის სამინისტრო კი 754 ათასი ლარის.
იზორიას უწყება ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს რეჟისორის, პროდიუსერის თუ მოცეკვავეების დაქირავებაში და სხვა ტექნიკურ საკითხებში.
460 ათასი ლარი გამოიყო თავდაცვის სარეზერვო ფონდიდან ფიცის დადების ცერემონიალის გადაღება გაშუქებისთვის.
ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა 2 მილიონ 683 777 ლარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სსიპ-ს “შემოქმედებით საქართველოს” გადაეცა.
„მთავრობას ამ დღისთვის მოსამზადებლად აქვს მთელი წელი, მაგრამ ამის მიუხედავად შესყიდვები ხდება მაინც გამარტივებულად და ნაწილი თანხა იფარება სარეზერვო ფონდიდან. არადა სარეზერვო ფონდის მიზანი არის გაწიოს ხარჯები მაშინ, როცა არის ფორსმაჟორული, გადაუდებელი სიტუაციები,“-ამბობს ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი ანა აბაშიძე.
კომენტარები