NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ჯორჯიან მანგანეზი“ – ჭიათურის მაღაროს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასის 25%-იანი მატება შევთავაზეთ, თუმცა მათ უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს

„ჯორჯიან მანგანეზი“ – ჭიათურის მაღაროს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასის 25%-იანი მატება შევთავაზეთ, თუმცა მათ უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს

22 მაი 2019 ახალი ამბები, საზოგადოება 1363 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2019 წლის 21 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა. „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანია მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე მაინც შესთავაზა.

„თუმცა მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დასაქმებულებს ხელფასი 10 %-ით გაეზარდათ. სანაცვლოდ, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას.

დღევანდელი გაფიცვით, დასაქმებულებმა არამხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა. იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“, – აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

2019-05-22
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

შემდეგი სტატია

ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხველი ახლით შეუცვალა

მსგავსი სტატიები

„უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს“

„უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს“

27 აპრ 2018
ვანდალიზმი ახალქალაქში – დაუდგენელი პირები სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს

ვანდალიზმი ახალქალაქში – დაუდგენელი პირები სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს

ირაკლი შალიკაშვილი 04 აპრ 2019
შსს-მ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

18 იან 2018

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge