NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ინვესტორებს სურთ პროგნოზირებადი გარემო და არა სიურპრიზები-საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი

ინვესტორებს სურთ პროგნოზირებადი გარემო და არა სიურპრიზები-საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი

20 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 1240 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორია სასამართლო, რადგან ინვესტორებს სურთ პროგნოზირებადი გარემო და არა სიურპრიზები – ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა პრემიერთან შეხვდრის შემდეგ გააკეთა. კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ინვესტორებისათვის მთავარი ფაქტორი არის ნდობა კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

„ინვესტორებს სურთ პროგნოზირებადობა. მათ არ სურთ სიურპრიზები როცა ინვესტიციებს ახორციელებენ. არც საგადასახადო, არც საკანონმდებლო, არც სასამართლო სისიტემაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერ ქვეყანაში, საქართველო იქნება თუ სხვა რომელიმე ქვეყანა, რომ პროგნოზირებადი იყოს გარემო და ინვესტორები შემოვიდნენ ქვეყანაში. მეორე ასპექტი – ნდობა ყველა უწყების მიმართ შედარებით დაბალია მთელ მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში. პოლიტიკური პარტიების იქნება, უწყებების თუ სასამართლოსი. ნებისმიერ სისტემის მიმართ არსებობს ნდობის ნაკლებობა. აქედან გამომდინარე ორივე ფაქტორის გათვალისწინებით ბუნებრივი ორივე კომპონენტი მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ გამართული და ეფექტური დავების გადაჭრის მექანიზმი არსებობდეს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში გაგრძელდება მუშაობა,“-განაცხადა კრისტინ ლაგარდიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. მისივე თქმით, რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

„ჩვენ განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯები იმისთვის, რომ ბიზნეს ატმოსფერო იყოს ძალიან კარგი. ეს ასახულია მათ შორის საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენ ვართ მეექვსე ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. მაგრამ ამავე დროს იმ ამოცანებიდან რომელიც დგას საქართველოს წინაშე ეს არ არის საკმარისი და რეფორმები უნდა გაგრძელდეს,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

2019-05-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა – ოპოზიცია არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და მის შედეგებს არ აღიარებს

შემდეგი სტატია

“სამწუხარო ფაქტია მთლიანად ფეხბურთისთვის“ – „გურია ლანჩხუთის“ მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების სკანდალზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

გია გეწაძე: მედვედევს დავეთანხმები, ამ ომის შემდეგ რუსეთის იმპერიალიზმი დასრულდება – დღეს უკრაინა ადგენს თამაშის წესებს

გია გეწაძე: მედვედევს დავეთანხმები, ამ ომის შემდეგ რუსეთის იმპერიალიზმი დასრულდება – დღეს უკრაინა ადგენს თამაშის წესებს

ნინო ჩხეიძე 23 თებ 2023
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას დილიდან ისევ გეგმავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას დილიდან ისევ გეგმავენ

ირაკლი შალიკაშვილი 29 ნოე 2019

რუსმა ჟურნალისტმა ამერიკელ სტუმარს სტუდიაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

18 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge