NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ივანიშვილის რეიტინგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე – ენმ Ipsos კვლევის შედეგებზე

ივანიშვილის რეიტინგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე – ენმ Ipsos კვლევის შედეგებზე

17 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 843 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გავლენიანი კომპანია Ipsos კვლევის შედეგებს, რომელმაც პოლიტიკური პარტიების და პირების რეიტინგი შეისწავლა, ოპოზიციაში აფასებენ. კვლევის თანახმად ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, “ქართულ ოცნებას” მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” 18%, ხოლო “ევროპული საქართველოს” – 7%.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივნის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება.

Image result for თინა ბოკუჩავა

„ივანიშვილის რეიტინგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე, რაც ჩვენ გვინახავს ე.წ. „ქართული ოცნების“ 7-წლიანი მმართველობის პერიოდში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მისმა პოლიტიკურმა პროექტმა განიცადა სრული კრახი. მისი რეჟიმის დასასრული ახლოვდება, რომ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს ოპოზიცია და ამ ყველაფრის დასაწყისი, დასაბამი იქნება აუცილებლად ზუგდიდში,“ – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პოლიტიკური პირების რეიტინგზე ამახვილებს ყურადღებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის გარეთ იმყოფება.

Related image

„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე წლებია დევნილობაში იმყოფება და მას საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ აქვს ის მაინც ჩნდება ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ადამიანად და კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ კვლევების ეს არის. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ის,  რომ უპირობოდ უმრავლესობა თვლის, რომ 2020 წლის არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია გაიმარჯვებს. ეს კვლევები ძალიან კარგად იცის თავად „ქართულმა ოცნებამ“ , ვინაიდან ისინიც მუდმივად ატარებენ კვლევებს და სწორედ ამას ემსახურება ის ისტერიკა, რომელიც დამართული აქვთ ახლა ზუგდიდში ამ არჩევნებზე,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომპანია “იპსოსმა” კვლევა საქართველოს მასშტაბით, რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში საუბარია მოსახლეობის განწყობებზე პოლიტიკური პარტიების მიმართ.

პარტიების რეიტინგებთან ერთად, „იპსოს“-ის კვლევა შეეხო ასევე პოლიტიკოსთა გავლენებს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებაში ყველაზე დიდი გავლენით “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერ კახი კალაძე სარგებლობს.

გამოკითხულთა 29% ყველაზე დიდ გავლენას, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიაწერს. 28% კი ასახელებს შს მინისტრ გიორგი გახარიას.

კომენტარები

2019-05-17
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას გამოკითხულთა 31% ეწინააღმდეგება – Ipsos

შემდეგი სტატია

“ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია ამომრჩევლის თვალში – “ევროპული საქართველო” Ipsos-ს კვლევას აფასებს

მსგავსი სტატიები

ჟან-ივ ლე დრიანი: ევროკავშირი პალესტინასთან ასოცირებული ურთიერთობების დამყარებას გეგმავს

ჟან-ივ ლე დრიანი: ევროკავშირი პალესტინასთან ასოცირებული ურთიერთობების დამყარებას გეგმავს

22 იან 2018
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის წესი – ეკა ბესელია არასამთავრობოებს შეხვდება

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის წესი – ეკა ბესელია არასამთავრობოებს შეხვდება

17 იან 2019
დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ჯერ არ არსებობს

დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე ჯერ არ არსებობს

24 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge