NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ზაზა სარალიძე: ბრძოლას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შევწყვეტ!

ზაზა სარალიძე: ბრძოლას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შევწყვეტ!

17 მაი 2019 მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1648 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სასამართლოს მიმართავს. სარალიძის მიმართვას მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ავრცელებს.

როგორც ზაზა სარალიძე აღნიშნავს, რომ შსს და პროკურატურა ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ არ არიან ადეკვატურები და პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში. სარალიძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო არ მოექცევა პროკურატურის ზემოქმედების ქვეშ.

News.ge  ზაზა სარალიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო მოსამართლენო, მოგმართავთ განცხადებით, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არ ვარ ცნობილი მხარედ და არ მეძლევა სიტყვის თქმის უფლება. ძალიან ძნელია ჩემთვის, ვუსმინო როგორ ცდილობენ საქმის არასწორად წარმართვას და ხმა არ ამოვიღო. როგორ ცდილობენ საქმიდან უდანაშაულოდ გამოვიდეს ძირითადი დამნაშავე, უფრო მეტიც ძირითად სანდო მოწმედ წარმოაჩინონ.

როდესაც დაიწყო ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, აქტიურად ვხვდებოდი ინციდენტში მონაწილე პირებს, ვიღებდი მაქსიმალურ ინფორმაციას, რათა დამედგინა მომხდარის დეტალები. ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობდი თვალი მედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისთვის. ვინაიდან გამაჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ საგამოძიებო ორგანო ხელს აფარებდა დამნაშავებს, რომლებმაც, დანამდვილებით ვიცი, რომ უშუალოდ მიაყენეს ჭრილობები ჩემს შვილს. ჩემ მიერ თვითმხილველი პირებისგან მიღებული ინფორმაციები ძალიან განსხვავდებოდა ამ პირთა მიერ თავიდანვე, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისგან.

რა თქმა უნდა, ვინაიდან ვხედავდი, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდიოდა, მქონდა პროტესტი ბრალდების მხარის მიმართ, რასაც ხშირად ვაჟღერებდი ტელევიზიით. თუმცა არსებითი განხილვის დაწყებისთანავე, როდესაც უნდა მომხდარიყო სასამართლო პროცესზე ჩემი დაკითხვა, პროკურორებმა დამაიმედეს, რომ მოწმეები სასამართლო პროცესზე მაინც დაიწყებდნენ სიმართლის თქმას და პროცესის მიმდინარეობის დროს გაირკვეოდა სრული სიმართლე.

სამწუხაროდ, არსებითი განხილვის დროს არათუ გაღრმავდა ჩემი ეჭვები, არამედ 100%-ით დავრწმუნდი, რომ ბრალდების მხარეს ეს საქმე ისე აქვს გამოძიებული, რომ დაიფაროს სიმართლე და რეალური დამნაშავეები გადაურჩნენ სასჯელს. ბრალდების მხარე ცდილობს ყველაფერი გადააბრალოს ორ ადამიანს და მიჩქმალოს იმ პირთა დანაშაული, ვინც ასევე მათთან ერთად განახორციელა ჩემი შვილის მკვლელობა!

მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ იურისტი, ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ცვლიან მოწმეები ჩვენებებს, როგორ აძლევენ სასამართლოს ცრუ ჩვენებებს, როგორ დაუჯერებელ ვერსიებს იგონებენ. ჩემი თვალით ვხედავ როგორ ცდილობს პროკურატურა დაფაროს სიმართლე და ფაქტიურად გამოუძიებელი საქმე წარმოგიჩინოთ კარგად გამოძიებულ საქმედ. ჩემი თვალით ვხედავ, რომ სასამართლოში დაკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებების დაჯერება ყველა ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელია. პროკურორი კი, ამ ყველაფერის მიუხედავად, გამოდის და საზოგადოებას (რომელიც დახურული სხდომების მიმდინარეობას სამწუხაროდ თვალს ვერ ადევნებს) ნაცარს აყრის სახეში და ატყუებს თითქოს ბრალდების ვერსია მტკიცდება სასამართლოში.

ნაცვლად იმისა რომ პროკურატურა ცდილობდეს სიმართლის დადგენასა და დამნაშავეების გამოაშკარავებას, პროკურატურა ცდილობს ორი ბრალდებულის დასჯით გადაფაროს სხვების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული- ჩემი შვილის სასტიკი მკვლელობა!

რაც შეეხება ბრალდებულებს (გ.ჯ.და გ.ბ) პროკურატურა ცდილობს სხვა პირების (რომლებიც არ არიან დასჯილი) ნამოქმედარიც მათ მიაწეროს. მეორე მხრივ, თავად ბრალდებულები ცდილობენ შეიმსუბუქონ მდგომარეობა და საქმე თავდაცვით გაამართლონ. არა ბატონო მოსამართლენო, ეს იყო განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად, და ამ დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ ერთი პირია სასამართლოზე წარდგენილი (დავით სარალიძის ეპიზოდში). ჩემი მიზანია ყველა პირი დაისაჯოს მათი ქმედების პროპორციულად.

მე არ მსურს, ჩემი გარდაცვლილი შვილის სული დავამძიმო პირის იმაზე მძიმედ დასჯით ვიდრე ის იმსახურებს, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ დამნაშავეები, რომლებიც გარეთ თავისუფლად დადიან, დაუსჯელი დარჩნენ!

სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში, მაქვს იმედი, რომ სასამართლო არ მოექცევა პროკურატურის ზემოქმედების ქვეშ. მაქვს იმედი, რომ თქვენი განაჩენით არ გაიზიარებთ პროკურორების მიერ გამოგონილ ვერსიებს და გადადგამთ ნაბიჯს სამართლიანობისკენ.

ვფიცავ ჩემი შვილის სულს, რომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ და მივაღწევ იმას, რომ დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებსაც დიდი მონდომებით მფარველობენ და რომლებიც დღეს გარეთ თავისუფლად დადიან!

გთხოვთ რომ იყოთ პრინციპული, ობიექტური, მიუკერძოებლად შეაფასოთ ის მასალები და ჩვენებები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში. გთხოვთ, როგორც მოსამართლემ, თქვენი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოთ ამ საქმეზე ყველა დამნაშავის გამოსააშკარავებლად და საბოლოოდ სიმართლის დასადგენად.

მე ბრძოლას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შევწყვეტ!“ – აცხადებს ზაზა სარალიძე.

კომენტარები

TOP ზაზა სარალიძე სასამართლო 2019-05-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ზაზა სარალიძე სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

განათლების და მეცნიერების ქალაქი ბათუმში – პროექტი პრემიერმა წარადგინა

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე: ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი

მსგავსი სტატიები

გაასაჯაროოს ხაზარაძემ გახარიას წერილი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია – არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო მიტაცების ტენდენციაზე საუბრობენ

გაასაჯაროოს ხაზარაძემ გახარიას წერილი და შეიქმნას საგამოძიებო კომისია – არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო მიტაცების ტენდენციაზე საუბრობენ

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019
მოსკოვში სავაჭრო ცენტრი Персей для детей იწვის

მოსკოვში სავაჭრო ცენტრი Персей для детей იწვის

04 აპრ 2018
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

05 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge