NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლოს გარდა „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ გვყავს შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში, სხვა სფეროებშიც – ყველა უწყებაში ანტიკლანური მოძრაობაა დასაწყები

სასამართლოს გარდა „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ გვყავს შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში, სხვა სფეროებშიც – ყველა უწყებაში ანტიკლანური მოძრაობაა დასაწყები

16 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 465 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გიორგი ქობულიას გუშინდელმა მესიჯებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში, ყველა სფეროში ანტიკლანური ბრძოლის დაწყების აუცილებლობა დგას.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ „კლანმა“ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტში გაიდგა ფესვები და „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ მხოლოდ სასამართლოს პრობლემა არ არის. დოლიძის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გუშინდელი გამოსვლის მთავარი ხაზიც სწორედ მინიშნება, იყო, რომ „კლანური“ მმართველობა საქართველოში საყოველთაო ფენომენია.

„პირველ რიგში კარგია, რომ მან ამ თემებზე ისაუბრა. მაგალითად: ცოტა ხნის წინ გაუჩინარდა ნინო გვენეტაძე, რომელიც საერთოდ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ თანამდებობაზე, სადაც გაატარა რამდენიმე წელიწადი. ამის ფონზე რა თქმა უნდა, ძალიან მნშვნელოვანია ქობულიას საუბარი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის მთავარი თეზა, რომელიც მან თქვა. მისი მთავარი ხაზი იყო, როგორც მე გავიგე, რომ „კლანებს“, კერძო ინტერესებს სახელმწიფო შიგნიდან ჰყავს შეჭმული. კლანური ინტერესები, მათ შორის: ნეპოტიზმი, ძალაუფლების კონცენტრაცია – ეს ყველაფერი, კლანური ინტერესები არის სახელმწიფო კორპორაციებში, ტენდერებში, შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში. ჩამოთვალა უამრავი სფერო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ აღარ არის მარტო სასამართლოს ფენომენი. ერთი ჯგუფი, რომელიც მოაჯდება სახელმწიფო ინსტიტუტებს , ეს აღარ არის მარტო სასამართლოს პრობლემა, ეს გვაქვს ჩვენ მთლიანად სახელმწიფოში, ყველა უწყებაში და მათ შორის ეკონომიკაში. ეკონომიკაში, ეს ნიშნავს, რომ ის კეთილდღეობა, რომელიც იქმნება რეალურად, ზუსტად ამ „კლანების“ ჯიბეში მიდის.

ჩემთვის მთავარი დასკვნა არის, რომ ეს ანტიკლანური ამბავი, რომელიც ჩვენ დაწყებული გვაქვს სასამართლოში, უნდა გაგრძელდეს ყველგან. ერთი ჯგუფის მხრიდან მიკერძოება მთელი სახელმწიფო ინსტიტუტის არის საყოველთაო ფენომენი. ამას სჭირდება ზუსტად ბრძოლის განვრცობა სხვადასხვა უწყებებში“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებულმა მესიჯებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ისეთი მართვის სტილი, რომელსაც არ ესმის, რომ საქართველო არ არის შპს „საქართველო“.

„ეს არის სახელმწიფო თავისი წესებით, თავისი გამჭვირვალეობით და რაც მთავარია, ჩვეულებრივ მოქალაქეებზე კეთილდღეობის გადანაწილებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქობულიამ გამოიტანა ეს ამბავი სულ სხვა სფეროში, მაგრამ პრობლემები არის ერთი და იგივე. მას გვარები არ დაუსახელებია და ძალიან გვჭირდება, რომ ადამიანები ჩაერთონ ამ საკითხში. მარტო მე და ნაზი ჯანეზაშვილი ხომ ვერ გავაკეთებთ ყველაფერს. ანუ, „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ არის სასამართლოში, მაგრამ „მურუსიძე-ჩინჩალაძე“ ასევე გვყავს შესყიდვებში, რკინიგზაში, წიაღისეულში და ყველა სხვა სფეროში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ანტიკლანური მოძრაობა არის გასატანი სასამართლოდან და დასაწყებია ყველა უწყებაში თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ჭამონ საჭმელი და ეს ფული არ წაიღოს ვინმე გაზულუქებულმა „კლანის“ წევრმა“, – აცხადებს ანა დოლიძე.

კომენტარები

TOP 2019-05-16
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზუგდიდში ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება ნგრევის ინდიკატორი იქნება

შემდეგი სტატია

ჭიათურაში მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

მსგავსი სტატიები

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავა

სოსო ელისაშვილი 18 მარ 2018
სავალდებულო სამსახურის სისტემის მანკიერება და ქრთამი შესაბამის უწყებებში – ოპოზიცია სახელმწიფო სტრუქტურებს აკრიტიკებს

სავალდებულო სამსახურის სისტემის მანკიერება და ქრთამი შესაბამის უწყებებში – ოპოზიცია სახელმწიფო სტრუქტურებს აკრიტიკებს

ირაკლი შალიკაშვილი 27 მარ 2019
ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე

ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე

ირაკლი შალიკაშვილი 01 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

  • სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

  • მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

    მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

  • ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

    ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge