NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უნდა გვითხარათ, „სად არის ძაღლის თავი დამარხული“ და თქვენი განთავისუფლების მიზეზები

უნდა გვითხარათ, „სად არის ძაღლის თავი დამარხული“ და თქვენი განთავისუფლების მიზეზები

15 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 563 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უნდა გვითხარათ, თქვენი მოხსენებიდან „სად არის ძაღლის თავი დამარხული“ და სად არის თქვენი განთავისუფლების მიზეზები?! – ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას.

რომან გოცირიძემ ქობულიას მოხსენებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მას ორი მხარე აქვს, რომელიც ერთი მხრივ, მთავრობის წისქვილზე ასხმს წყალს და მეორე მხრივ, გაუგებარს ტოვებს რა გახდა მისი მინისტრის თანამდებობიდან გაშვების მიზეზი.

„მოვისმინეთ თქვენი მოხსენება, მაგრამ ამ მოხსენებას აქვს ორი მხარე. ერთი – თქვენ ამბობთ, რა კარგი რაღაცები გავაკეთე და მე არ ვიყავი მოსახსნელი კაცი. მთავრობას გაუხარდება თქვენი მოხსენების ეს ნაწილი, რადგან იტყვის, რომ კარგად მუშაობენ და თქვენ რა შუაში ხართ, 8 თვე იმუშავეთ მხოლოდ, ეს ძველი პროგრამის გაგრძელებაა და ქულებს ჩაიწერს ამით. თქვენი გამოსვლის ეს ნაწილი მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო მეორე ნაწილი იყო ის, რაც უნდა გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა. მაშინ უნდა გვითხრათ – თქვენი მოხსენებიდან „სად არის ძაღლის თავი დამარხული?!“ რომელი ნაწილისთვის გაგათავისუფლეს თქვენ? ვიცით, რომელი ოჯახი მართავს რკინიგზას, რაღაც სიხლეები გინდოდათ ამ მიმართულებით და ამის გამო გაგათავისუფლეს, თუ ეს უბრალოდ თქვენი ეკონომიკური და ფილოსოფიური ხედვაა რაც აქ გვაჩვენეთ და პროგრამის თქვენეულ სახეს გვიჩვენებთ. სად არის თქვენი განთავისუფლების მიზეზი თქვენს მოხსენებაში?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გიორგი ქობულიამ პოზიტიური კვალი დატოვა მთავრობის შემადგენლობაში.

„მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მაინც პოზიტიური კვალი დატოვეთ საქართველოს ამ შვიდწლიანი მთავრობის შემადგენლობაში. 41 მინისტრი შეიცვალა, მაგრამ ვერავინ გაბედა ის, რაც თქვენ გაბედეთ. ალბათ, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ალბათ, ყველაზე დიდი მიზეზი ის იყო, რომ ბევრი ჩართული იყო კორუფციაში და თქვენ არ გჭირდებოდათ კორუფციაში მონაწილეობა, შეიძლება თქვენი ბუნებიდან ან ქონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ხალხი გაჩუმებულია, რადგან ხმას ამოიღებენ თუ არა, იმავე დღეს დაიჭერენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვენგან სხვა მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

2019-05-15
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“გადაწყვეტილებები მოკლებულია ანალიტიკურ საფუძველს” – გიორგი ქობულიას დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოდის

შემდეგი სტატია

“კანონის მიხედვით მოქმედებდა საოლქო კომისია”-ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაცვის პროცესში მმართველი გუნდი ერთვება

მსგავსი სტატიები

შსს: ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია

შსს: ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018

ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, ფერმერები თხილის მოვლის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან

26 ოქტ 2017
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება

15 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge