ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტის დეტალებს ბაჩანა შენგელია კიდევ ერთხელ იხსენებს. ია კერზაიას შვილი აცხადებს, რომ ინციდენტში მონაწილეობდნენ პროვოკატორები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოგრაფს. თავდასხმა გადაღებების დროს მოხდა, რომელშიც ბაჩანა შენგელია სანდრა რულოვსთან ერთად მონაწილეობდა.
“ეს იყო წინასწარ დადგმული, დაგეგმილი პროვოკაცია და ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ ბინძურ მეთოდებს მიმართავენ,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ბაჩანა შენგელიას თქმით, მისთვის ძალიან რთულია თვალი ადევნოს ასეთ ძალადობრივ კამპანიას, რადგან სწორედ ხელისუფების ანალოგიურმა ქმედებებმა გამოიწვია საპრეზიდენტო არჩევნების დროს ია კერზაიასგარდაცვალება.
„მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნები მსხვერპლით დასრულდა, ხელისუფლება მაინც აგრძელებს ძალადობრივ კამპანიას,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
მისი თქმით, ზუგდიდელი ამომრჩევლის განწყობა არის ცალსახა, მათ უნდათ ცვლილება და სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები.
კომენტარები