NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების მოქმედებები და სახეზე გვაქვს ყველა ნიშანი პანიკის – უგულავა ზუგდიდის მოვლენებს ეხმაურება

ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების მოქმედებები და სახეზე გვაქვს ყველა ნიშანი პანიკის – უგულავა ზუგდიდის მოვლენებს ეხმაურება

15 მაი 2019 ახალი ამბები 372 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების მოქმედებები და მეორე მხრივ სახეზე გვაქვს ყველა ნიშანი პანიკის – ეს განცხადება გიგი უგულავამ  “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში,” ზუგდიდის მოვლენებზე საუბრისას გააკეთა. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნები არ არის გადამწყვეტი და არ ნიშნავს ხელისუფლების სრულად ცვლილებას, „ოცნება“ არის პანიკაში.

„ხელისუფლება ემზადება იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატაროს. ის, რაც მეორე ტურში “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა და იკადრა ჩვენ შეიძლება გადაუჭარბებლად ვთქვათ, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ  მეორე ტური  იყო ყველაზე ცუდი არჩევნები. ეს უკვე იყო იმის ნიშანი, რომ ხელისუფლება ყოველ მომდევნო არჩევნებს ჩაატარებდა  კიდევ  უფრო ცუდად და დღეს ამას უკვე ჩვენ ვხედავთ,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ თავად დააყენა საკითხი ისე რომ თუ კი ის წააგებს მაგალითად ზუგდიდს ის კარგავს ყველაფერს.

გიგი უგულავა ზუგდიდში ღამით მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც საოლქო კომისიიდან ამომრჩეველთა სიები გაიტანეს, თუმცა ოპოზიციის ჩარევის შემდეგ უკან დააბრუნეს. „ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედება ცალსახად მიანიშნებს, რომ მან კარგად იცის, რომ მისი საათები დათვლილია.

„არანაირი მუხრუჭი აღარ არსებობს. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე გადავიდნენ,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ იაქტიურონ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ სანდრა რულოვსს მოგების რეალური შანსი აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ამ შემთხვევაში კოორდინირებული მუშაობა შეძლო.

„ამ შემთხვევაში მოვახერხეთ სწორი კოორდინაცია, რომ არ დავუყენეთ ერთმანეთს კანდიდატები იმისთვის, რომ მომგებმა კანდიდატმა მოიგოს. მთავარი ის კი არ არის დარწმუნებული ვარ სანდრასთვის, რომ იმ კაბინეტში შევიდეს, მთავარია რომ რწმენა გაჩნდეს, რომ არჩევნებით შეიძლება ცვლილება,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

2019-05-15
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვერაფერს ვერ მიზამენ? რაღა უნდა გააკეთონ?

შემდეგი სტატია

სანდრა არის განვითარება… დასავლური ტიპის რეგიონად ქცევა

მსგავსი სტატიები

სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში

სისხლიანი დაპირისპირება თიანეთში

07 იან 2019

„ხელისუფლება შეეცდება ვაშაძის მესამე ადგილზე დატოვებას“

21 სექ 2018

სპეცოპერაცია ნიკოლაძის ქუჩაზე

18 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge