NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ენმ-მ სესიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ენმ-მ სესიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა

14 მაი 2019 ახალი ამბები, პოლიტიკა 444 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ენმ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი დეპუტატებს სესიაზე სალომე სამადაშვილმა წარუდგინა. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები  პასუხმგაუცემელია. ამბობენ, რომ ვერც ვახტან გომელაურისგან მოისმინეს შესაბამისი ინფორმცია ამ საქმეზე და ამიტომ  საგამოძიებო კომისიის შემქნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„გასული რამდენიმე კვირის მანძილზე  თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე კიდევ ერთხელ მოექცა ჩვენი საზოგადოების  ყურადღების ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელიწადია მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ მართავს საპროტესტო აქციებს, სამწუხაროდ სათანადო ყურადღება ამ საქმეზე ვერ დაიმსახურა. ვერც შესაბამისი უწყებებიდან და ვერ გამოძიების პროცესი წინ ვერ წავიდა და ჩვენ აქ ამ დარბაზში მათ შორის მოვისმინეთ სუს-ის ხელმძღვანელს ბატონ გომელაურს, რომელმაც თავისი შეფასებები გააკეთა  ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სხვადასხვა ჩანაწერები რომლის ნამდვილობა მე არ ვიცი, რომლის მიზანიც აშკარად იყო საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა და ეს ყველაფერი არ ცვლის ძალიან მძიმე რეალობას და ეს  მძიმე რეალობა არის ის რომ მოკლულია ახალგაზრდა ადამიანი  და მის ოჯახს, მის თემს არ აქვს მიღებული პასუხი შეკითხვაზე თუ რატომ განხორციელდა თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წინადადება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და შესაბამისად იმედი გვაქვს რომ ამ წინადადებას მხარს დაუჭერენ საკმარისი რაოდენობით საქართველოს პარლამენტის წევრები,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სესიაზე საკითხის განხილვს მმართველი პარტიის უმრველოსობა არ ესწრებოდა. კომისიის შემქნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საკითხი კენჭისყრაზე პლენარულ სესიაზე გავიდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას  პარლამენტი კენჭს ორ კვირაში უყრის.

კომისიის შექმნას მხარს უჭერენ “ევროპული საქართველოს” წევრები. ასევე კომისიის შექმნის მომხრეები არიან “პატრიოტთა ალიანსი” და “ოცნებიდან” დემარშით წასული დეპუტატები.

კომენტარები

2019-05-14
სოსო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასწრაფოდ გამოიძიონ ზუგდიდში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და შესაბამისი პირები მისცენ პასუხისგებაში – TI

შემდეგი სტატია

“არ უნდა მივცეთ საშუალება სხვადასხვა პროვოკატორებს, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს” – პრემიერი რუსლოვსზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს

მსგავსი სტატიები

ფოთში მომხდარი აფეთქების კადრები

05 სექ 2018

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოსწავლეც გარდაიცვალა

02 დეკ 2017
მამა ანდრია: ვისურვებდი, სინოდის დონეზე ეწოდოს მტერი რუსეთს

მამა ანდრია: ვისურვებდი, სინოდის დონეზე ეწოდოს მტერი რუსეთს

30 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

  • აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

    აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

  • იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

    იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

  • საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

    საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge